
ფსალმუნი 69:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ღმერთო, შენ უწყი ჩემი უვიცობა და ჩემი დანაშაული დაფარული არ არის შენგან.
ფსალმუნი 69:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 69:5 კონტექსტში
69:3მოვიქანცე ღაღადით, ყელი გამიშრა, თვალები ამომიღამდა ჩემი ღმერთის მოლოდინში.
69:4ჩემი თავის ბალანზე მეტია ჩემი უმიზეზოდ მოძულენი; გაძლიერდნენ ჩემი მოსპობის მსურველნი, ჩემზე ტყუილ-უბრალოდ გადამტერებულნი; რაც არ წამირთმევია, ის უნდა დავუბრუნო.
69:5ღმერთო, შენ უწყი ჩემი უვიცობა და ჩემი დანაშაული დაფარული არ არის შენგან.
69:6ნუ შერცხვებიან ჩემ გამო შენი მოიმედენი, უფალო, ღმერთო ძალთა; ნუ გაწბილდებიან ჩემ გამო, ვინც შენ გეძებს, ღმერთო ისრაელისა.
69:7რადგანაც შენი გულისათვის მივიღე ლანძღვა, სირცხვილმა დაფარა ჩემი სახე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 69:5
- ფსალმუნები 38:9უფალო, შენ წინაშეა ყველა ჩემი სურვილი და ჩემი ოხვრაც დაფარული არ არის შენგან.
- იერემია 16:17რადგან თვალი მიჭირავს ყველა მათს გზაზე, ვერ დამემალებიან და არც მათი დანაშაული დაიფარება ჩემს თვალთაგან.
- ფსალმუნები 38:5აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურობის გამო.
- ფსალმუნები 44:20ჩვენ რომ დაგვევიწყებინა სახელი ჩვენი ღმერთისა, და ხელი გაგვეშვირა უცხო კერპებისთვის,
- ფსალმუნები 44:21განა ღმერთი არ გვაზღვევინებს ამას? რადგან მან იცის საიდუმლონი გულისა.
- ფსალმუნები 19:12ვინ გულისხმა-ჰყოს შეცდომები? განმწმინდე მე დაფარულთაგან.
- ფსალმუნები 17:3შენ გასინჯვ ჩემი გული, მომინახულე ღამით, გამომცადე, ვერაფერს იპოვი; არ განუდგება ჩემი პირი განზრახვას ჩემსას.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 69
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 69 · გახსენი ბიბლიის მკითხველში