
ფსალმუნი 46:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახმაურდნენ ხალხები, შეიძრნენ სამეფონი, გამოსცა ხმა - გაქრა ქვეყანა.
ფსალმუნი 46:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 46:6 კონტექსტში
46:4მდინარე, მისი ნაკადები გაახარებენ ღმერთის ქალაქს, წმიდა სადგომს ზენაარისას.
46:5ღმერთი მის შუაგულშია; არ წაბორძიკდება, ღმერთი შეეწევა მას გარიჟრაჟზე.
46:6ახმაურდნენ ხალხები, შეიძრნენ სამეფონი, გამოსცა ხმა - გაქრა ქვეყანა.
46:7ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. სელა.
46:8მოდით, იხილეთ საქმენი უფლისანი, როგორ გააპარტახა დედამიწა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 46:6
- ამოსი 9:5უფალი, ცაბაოთ ღმერთი, თუ შეეხო დედამიწას, დადნება იგი და ატირდება ყოველი მისი მკვიდრი; აიწევს მაღლა ნილოსივით და დაბლა დაიწევს ეგვიპტის მდინარესავით.
- ნაუმი 1:5მის ქვეშ იდრიკებიან მთები და ლღვებიან ბორცვები; წამოიმართება მის წინაშე დედამიწა, სამყარო და ყოველი მისი მკვიდრი.
- აბაკუმი 3:5შავი ჭირი მიუძღვება წინ და ფეხდაფეხ მიჰყვება ჟამი.
- აბაკუმი 3:6შედგა და გათელა მიწა; გაიხედა და შეაძრწუნა ხალხები; გაცამტვერდა საუკუნო მთები, ჩამოიქცა საუკუნო ბორცვები. საუკუნოა მისი გზასავალი.
- ფსალმუნები 18:13მისი პირის ბრწყინვალებით გაიფანტნენ ღრუბლები, სეტყვა და ნაკვერჩხლები.
- იოელი 2:11უფალმა გამოსცა ხმა თავისი მხედრობის წინაშე. რადგან დიდზე დიდია მისი ბანაკი, რადგან ძლიერია სიტყვის ამსრულებელი, რადგან დიდია უფლის დღე და ძალზე საშინელი, ვინ გაუძლებს მას?
- მიქა 1:4მთები დნებიან მის ქვეშ და ველები სკდებიან, როგორც ცვილი ცეცხლის წინაშე, როგორც ქარაფებიდან ვარდნილი წყალი.
- ესაია 64:1ნეტავ გააპობდე ცას და ჩამოხვიდოდე! დადნებოდნენ მთები შენ წინაშე!
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 46
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 46 · გახსენი ბიბლიის მკითხველში