
ფსალმუნი 46:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოდით, იხილეთ საქმენი უფლისანი, როგორ გააპარტახა დედამიწა.
ფსალმუნი 46:8 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 46:8 კონტექსტში
46:6ახმაურდნენ ხალხები, შეიძრნენ სამეფონი, გამოსცა ხმა - გაქრა ქვეყანა.
46:7ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. სელა.
46:8მოდით, იხილეთ საქმენი უფლისანი, როგორ გააპარტახა დედამიწა.
46:9შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, ეტლებს დაბუგავს ცეცხლით.
46:10შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი; ამაღლებული ხალხებს შორის, ამაღლებული ქვეყნიერებაზე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 46:8
- ფსალმუნები 66:5მოდით, ნახეთ ღმერთის ნამოქმედარი, საშიშია მისი მოქმედება ადამიანის შვილებზე.
- ესაია 24:1აჰა, გააპარტახებს უფალი მიწას და გააცამტვერებს, დაკრუნჩხავს მის ზედაპირს და გაფანტავს მის მცხოვრებთ.
- ესაია 61:4ააშენებენ ძველთაძველ ნაოხარებს, აღადგენენ წინადროინდელ უკაცრიელ ადგილებს და განაახლებენ დანგრეულ ქალაქებს, თაობიდან თაობაში უკაცრიელთ.
- ესაია 34:2რადგან უფლის რისხვაა ყველა ერზე და გაცეცხლება მთელ მათ მხედრობაზე; შერისხა ისინი, დასახოცად გასწირა.
- ესაია 34:17მან უყარა მათ წილი და მისმა ხელმა დაუდგინა საზღვარი; საუკუნოდ დაიმკკიდრებენ მას, თაობიდან თაობამდე იქ იცხოვრებენ.
- ფსალმუნები 92:4რაკი გამამხიარულე, უფალო, შენი ნამოქმედარით, შენთა ხელთა ნასაქმარს ვუგალობებ.
- ფსალმუნები 92:6უგუნური კაცი ვერ შეიცნობს და უმეცარი ვერ გაიგებს ამას,
- ფსალმუნები 111:2დიდია საქმენი უფლისა, სასურველია ყველა მოყვარულთათვის.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 46
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 46 · გახსენი ბიბლიის მკითხველში