
ფსალმუნი 92:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უგუნური კაცი ვერ შეიცნობს და უმეცარი ვერ გაიგებს ამას,
ფსალმუნი 92:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 92:6 კონტექსტში
92:4რაკი გამამხიარულე, უფალო, შენი ნამოქმედარით, შენთა ხელთა ნასაქმარს ვუგალობებ.
92:5რაოდენ დიდია შენი საქმეები, უფალო, ფრიად ღრმაა შენი ზრახვები.
92:6უგუნური კაცი ვერ შეიცნობს და უმეცარი ვერ გაიგებს ამას,
92:7როცა ბოროტნი აყვავდებიან ბალახივით და აღორძინდება ყველა - მოქმედი სიმრუდისა, რომ დაიღუპონ საუკუნოდ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 92:6
- ფსალმუნები 73:22უმეცარი ვიყავი და ვერ მივხვდი, პირუტყვივით ვიყავი შენ წინაშე.
- ფსალმუნები 94:8გონს მოდით, უგუნურნო ერისანო; უმეცარნო, როდის დაჭკვიანდებით?
- იგავესნი 1:22როდემდის უნდა გიყვარდეთ, ბრიყვებო, სიბრიყვე? როდემდის უნდა ნეტარებდნენ თავქარიანნი თავიანთი თვქარიანობით? როდემდის უნდა სძულდეთ უმეცრებს ცოდნა?
- ფსალმუნები 49:10რადგანაც ხედავს: ბრძენნი იხოცებიან, ბრიყვისა და სულელის მსგავსად იღუპებიან და თავიანთ დოვლათს სხვას უტოვებენ.
- კორინთელთა მიმართ ა 2:14მაგრამ მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო.
- იგავესნი 24:7ბრიყვისთვის სიბრძნე მიუღწეველია, კარიბჭესთან პირს ვერ გახსნის.
- იერემია 10:14ცოდნისგან გაბრიყვდა ადამიანი, თავს ირცხვენს მდნობელი თავისი კერპით, რადგან სიცრუეა მისი ქანდაკი, სული არ უდგას.
- ფსალმუნები 32:9ნუ იქნებით, ვითარცა ცხენი, ვითარცა ჯორი უგუნური; ლაგამი და აღვირია მისი მოსართავი შესაკავებლად, რომ შენ არ მოგიახლოვდეს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 92
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 92 · გახსენი ბიბლიის მკითხველში