გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ფსალმუნი 63:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ფსალმუნი 63:3

რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა, ჩემი ბაგენი გაქებენ შენ.

ფსალმუნი 63:3 · საქართველოს საპატრიარქო

ფსალმუნი 63:3 კონტექსტში

63:1ფსალმუნი დავითისა. იუდას უდაბნოში ყოფნის დროს. ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი, ცისკრის ჟამიდან გეძებ, სწყურიხარ ჩემს სულს. შენზე ნაღვლობს ჩემი სული უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე.

63:2ასე გიხილე წმიდაში, რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება შენი.

63:3რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა, ჩემი ბაგენი გაქებენ შენ.

63:4ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.

63:5ვითარცა ცხიმით და სიმსუქნით დამსუყდეს სული ჩემი.

პარალელური ადგილები: ფსალმუნი 63:3

განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 63

სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 63 · გახსენი ბიბლიის მკითხველში