
ფსალმუნი 5:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო; შენი წყალობით შემოსავ, როგორც ჯავშნით.
ფსალმუნი 5:12 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 5:12 კონტექსტში
5:10განსაჯე ისინი, ღმერთო, დაეცნენ თავიანთი ზრახვების გამო; თავიანთი ცოდვების სიმრავლისათვის მოიშორე ისინი, რადგან აღდგენ შენ წინააღმდეგ,
5:11და გაიხაროს ყველამ, ვინც შენზეა მონდობილი, იმხიარულონ უკუნისამდე; და დაიცავ მათ, და გაიხარებენ შენით, ვისაც შენი სახელი უყვარს.
5:12რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო; შენი წყალობით შემოსავ, როგორც ჯავშნით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 5:12
- ფსალმუნები 84:11რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ.
- ფსალმუნები 32:10მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს, უფალზე მინდობილი კი წყალობით არის გარემოცული.
- ფსალმუნები 115:13აკურთხებს უფლის მოშიშებს - პატარებს დიდებთან ერთად.
- ფსალმუნები 1:1ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.
- ფსალმუნები 1:3და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და არ დაჭკნება ფოთოლი მისი. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.
- ფსალმუნები 112:1ადიდეთ უფალი. ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული.
- ფსალმუნები 32:7შენ ხარ მფარველი, გაჭირვებისაგან მიცავ, ხსნის სიხარული შემომარტყი გარს. სელა.
- ფსალმუნები 29:11უფალი ძალას მისცემს თავის ხალხს, უფალი აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 5
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში