
ფსალმუნი 61:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე. დავითისა. ისმინე, უფალო, ვედრება ჩემი, ყური მოაპყარ ჩემს ლოცვას.
ფსალმუნი 61:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 61:1 კონტექსტში
61:1გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე. დავითისა. ისმინე, უფალო, ვედრება ჩემი, ყური მოაპყარ ჩემს ლოცვას.
61:2ქვეყნის კიდიდან მოგღაღადებ გულგათანგული: სიმაღლით ჩემთვის მიუწვდომელ კლდეზე წარმიძეხ.
61:3რადგან შენა ხარ ჩემი მფარველი, ძლიერი კოშკი ხარ მტრისგან დამცველი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 61:1
- ფილიპელთა მიმართ 4:6ნუ შეგაურვებთ ნურავითარი საზრუნავი, არამედ ლოცვა-ვედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს.
- ფსალმუნები 4:1გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი, ფსალმუნი. მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი გასაქანს, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა.
- ფსალმუნები 86:6მოისმინე, უფალო, ლოცვა ჩემი და ყურად იღე ჩემი მუდარის ხმა.
- ფსალმუნები 130:2უფალო, ისმინე ჩემი ხმა. მზად იყვნენ შენი ყურები ჩემი ვედრების ხმის მოსასმენად.
- ფსალმუნები 55:1გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, მოძღვრება დავითისა. ისმინე, ღმერთო, ჩემი ლოცვა და ნუ განუდგები ჩემს ვედრებას.
- ფსალმუნები 55:2ყური მომაპყარ და მიპასუხე; ავტირდები ჩემს საუბარში და ავღაღადდები,
- ფსალმუნები 5:1დავითისფსალმუნი სალამურზე, გუნდისლოტბარისათვის. ჩემი ნათქვამი ყურად იღე, უფალო, ჩასწვდი ჩემს გულისთქმას.
- ფსალმუნები 5:3უფალო! დილდილობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან შევემზადები შენთვის და დაგელოდები.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 61
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 61 · გახსენი ბიბლიის მკითხველში