
ფსალმუნი 86:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოისმინე, უფალო, ლოცვა ჩემი და ყურად იღე ჩემი მუდარის ხმა.
ფსალმუნი 86:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 86:6 კონტექსტში
86:4ახარე სული შენი მორჩილისა, რადგან, უფალო, შენკენ აღვაპყარ სული ჩემი.
86:5რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს.
86:6მოისმინე, უფალო, ლოცვა ჩემი და ყურად იღე ჩემი მუდარის ხმა.
86:7ჩემი გაჭირვების დღეს მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ.
86:8არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთებს შორის, უფალო, და არც მსგავსი საქმეთა შენთა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 86:6
- ფსალმუნები 5:1დავითისფსალმუნი სალამურზე, გუნდისლოტბარისათვის. ჩემი ნათქვამი ყურად იღე, უფალო, ჩასწვდი ჩემს გულისთქმას.
- ფსალმუნები 5:2ისმინე ჩემი ღაღადი, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო, რადგან შენ მიმართ ვლოცულობ.
- ფსალმუნები 17:1ლოცვა დავითისა. ისმინე, უფალო, სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს, გაიგონე ჩემი ლოცვა უბიწო ბაგეებიდან.
- ფსალმუნები 130:2უფალო, ისმინე ჩემი ხმა. მზად იყვნენ შენი ყურები ჩემი ვედრების ხმის მოსასმენად.
- ფსალმუნები 55:1გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, მოძღვრება დავითისა. ისმინე, ღმერთო, ჩემი ლოცვა და ნუ განუდგები ჩემს ვედრებას.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 86
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 86 · გახსენი ბიბლიის მკითხველში