
ფსალმუნი 94:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ვთქვი: მომიცურდა ფეხი, შენი წყალობა, უფალო, გამამაგრებს.
ფსალმუნი 94:18 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 94:18 კონტექსტში
94:16ვინ აღუდგება ჩემ გამო ბოროტებას? ვინ ამომიდგება სიმრუდის მოქმედთა წინააღმდეგ?
94:17უფალი რომ არ ყოფილიყო ჩემი შემწე, ლამის დასახლდა ჩემი სული მდუმარებაში.
94:18თუ ვთქვი: მომიცურდა ფეხი, შენი წყალობა, უფალო, გამამაგრებს.
94:19როცა ფიქრები მომიმრავლდება გულში, შენი ნუგეში აამებს ჩემს სულს.
94:20ნუთუ გაგიტოლდება ტახტი უკუღმართთა, უსამართლობას რომ სჩადიან შენი კანონის საწინააღმდეგოდ?
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 94:18
- ფსალმუნები 121:3არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ წათვლემს დამცველი შენი.
- ესაია 41:10ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი.
- ფსალმუნები 119:116შემეწიე შენი სიტყვისამებრ და ვიცოცხლო, და ნუ გამიწბილებ ჩემს იმედს.
- ფსალმუნები 119:117შემეწიე და გადავრჩე, და ჩავწვდვბი შენს წესდებებს ყოველთვის.
- ფსალმუნები 37:23უფლის მიერ წარიმართება ნაბიჯები კაცისა და მის გზას შეიყვარებს.
- ფსალმუნები 37:24კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან ღმერთია დასაყრდენი მისი ხელისა.
- ფსალმუნები 38:16რადგან ვთქვი: ნუმც გაიხარონ ჩემზე; თუ ფეხი გადამიბრუნდა, გაბატონდებიან ჩემზე.
- ფსალმუნები 17:5გაამაგრე ჩემი ნაბიჯები შენს გზაზე, დაე, არ გადაუხვიონ ჩემმა ტერფებმა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 94
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 94 · გახსენი ბიბლიის მკითხველში