
ფსალმუნი 68:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოვლენ დიდებულნი ეგვიპტიდან, ქუში გაუწოდებს ხელს.
ფსალმუნი 68:31 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 68:31 კონტექსტში
68:29შენი ტაძრის გამო, რომელიც იერუსალიმშია, საჩუქრებს მოგიტანენ მეფეები.
68:30შერისხე მხეცი ლერწმიანისა, ხარების ჯოგი ხალხის ხბოებს შორის, რომლებიც ტრაბახობენ ოქროს ზოდებით.
68:31მოვლენ დიდებულნი ეგვიპტიდან, ქუში გაუწოდებს ხელს.
68:32ქვეყნიერების სამეფონო! უმღერეთ ჩვენს ღმერთს, უგალობეთ უფალს. სელა.
68:33ამაღლებული ძველთუძველეს ცათა ცაში - აგერ ის გამოსცემს თავისი ხმით ძლიერების ხმას.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 68:31
- ესაია 45:14ასე ამბობს უფალი: ეგვიპტის ჭირნახული და ნავაჭრი ქუშისა და საბაელთა, ახოვან კაცთა, შენთან მოვა და შენი იქნება; შენ შეგიდგებიან, წამოვლენ ბორკილდასხმულნი და გეთაყვანებიან, ვედრებას დაგიწყებენ. ნამდვილად შენშია ღმერთი და სხვა ღვთაება არავინაა.
- სოფონია 3:10ქუშის მდინარეთა გაღმიდან ჩემი გაფანტული ხალხი მომართმევს ძღვენს.
- ესაია 19:18იმ დღეს ხუთი ქალაქი იქნება ეგვიპტეში, ქანაანურად მოლაპარაკე და ცაბაოთ უფლის დამფიცებელი; ერთს დაერქმევა მზის ქალაქი.
- ესაია 19:25რადგან ბრძანებს კურთხევას ცაბაოთ უფალი: კურთხეულ იყოს ჩემი ერი ეგვიპტე, ჩემ ხელთა ქმნილება აშური და ჩემი სამკვიდრო ისრაელი.
- ფსალმუნები 44:20ჩვენ რომ დაგვევიწყებინა სახელი ჩვენი ღმერთისა, და ხელი გაგვეშვირა უცხო კერპებისთვის,
- ფსალმუნები 143:6სწრაფად მიპასუხე, უფალო, სული ჩემი გაილია. ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, თორემ დავემგვანები საფლავში ჩასულებს.
- ფსალმუნები 72:8და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე.
- ფსალმუნები 72:11და ყველა მეფე თაყვანსა სცემს მას, ყველა ხალხი დაემორჩილება.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 68
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 68 · გახსენი ბიბლიის მკითხველში