
ფსალმუნი 88:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რად მიატოვე, უფალო, სული ჩემი, უკუიქციე პირისახე ჩემგან?
ფსალმუნი 88:14 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 88:14 კონტექსტში
88:12შეიცნობენ წყვდიადში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს - დავიწყების ქვეყანაში?
88:13მე კი, უფალო, შენ გევედრებოდი და დილ-დილაობით ჩემი ლოცვა წინ გეგებებოდა.
88:14რად მიატოვე, უფალო, სული ჩემი, უკუიქციე პირისახე ჩემგან?
88:15ღარიბი ვარ და ტანჯული ყრმობიდანვე, შენს საშინელებებს ვზიდავ, ვუძლურდები.
88:16თავზე გადამიარა შენმა მრისხანებამ. შენმა შიშის ზარმა გამანადგურა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 88:14
- იობი 13:24რისთვის მიმალავ სახეს და რისთვის შეგირაცხივარ შენს მტრად?
- ფსალმუნები 13:1ირგვლივ ბოროტნი მიმოდიან, რაკი ამაღლდნენ უღირსები კაცთა მოდგმიდან.
- ფსალმუნები 43:2რადგან შენ ნარ ღმერთი ჩემი სიმაგრისა. რად მიმატოვე? რად მაიძულე, რომ ვიარო მტრისაგან შეჭირვებულმა?
- ფსალმუნები 44:24რატომ ფარავ შენს სახეს? ივიწყებ ჩვენს მწუხარებასა და გაჭირვებას?
- მათეს სახარება 27:46და ასე, მეცხრე საათს ხმამაღლა შეღაღადა იესომ: ელი, ელი, ლამა საბაქთანი? რაც ნიშნავს, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე?
- ფსალმუნები 44:9მაგრამ მიგვატოვე და შეგვარცხვინე, და არ გამოდიხარ ჩვენს მხედრობასთან.
- ფსალმუნები 69:17ნუ დაფარავ სახეს შენი მორჩილისგან, რადგან მიჭირს; სწრაფად მიპასუხე.
- ფსალმუნები 77:7ნუთუ საუკუნოდ მიმატოვებს უფალი და აღარასოდეს მოისურვებს?
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 88
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 88 · გახსენი ბიბლიის მკითხველში