
ფსალმუნი 89:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენი სახელით ილხენენ ყოველდღე და შენი სიმართლით ამაღლდებიან.
ფსალმუნი 89:16 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 89:16 კონტექსტში
89:14სიმართლე და მართლმსაჯულებაა შენი ტახტის საფუძველი, წყალობა და ჭეშმარიტება წინ გეგებებიან.
89:15ნეტარ არს ხალხი, მცოდნე ბუკის ხმობისა: ისინი შენი სახის შუქით იარებიან, უფალო;
89:16შენი სახელით ილხენენ ყოველდღე და შენი სიმართლით ამაღლდებიან.
89:17რადგან შენა ხარ მშვენება მათი ძალისა, და შენი ნებით მომაღლდება ღირსება ჩვენი.
89:18რადგან უფლისაგან არის ჩვენი ფარი და წმიდა ისრაელისაგან - მეფე ჩვენი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 89:16
- ფილიპელთა მიმართ 4:4მარადჟამ იხარეთ უფალში, და კვლავაც ვიტყვი: იხარეთ.
- ფილიპელთა მიმართ 3:9და ვიყო მასში, მაგრამ არა ჩემი სიმართლით, რომელიც არის რჯულისაგან, არამედ სიმართლით, ქრისტეს რწმენისა და ღვთისაგან რომ იღებს დასაბამს და რწმენაზევეა დაფუძნებული;
- ფსალმუნები 89:12ჩრდილოეთი და სამხრეთი შენ შეჰქმენი; თაბორი და ხერმონი შენს სახელს უმღერებენ.
- კორინთელთა მიმართ ბ 5:21რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.
- ფსალმუნები 29:7ხმა უფლისა გაჰკვეთს ცეცხლის ალს.
- ლუკას სახარება 1:47გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო.
- ფსალმუნები 40:10შენი სიმართლე არ დამიფარავს ჩემს გულში, შენს ერთგულებასა და შენს ხსნაზე ვლაპარაკობდი, შენი წყალობა და ჭეშმარიტება არ დამიმალავს დიდი კრებულისათვის.
- რომაელთა მიმართ 3:21ახლა კი, გარდა რჯულისა, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რასაც მოწმობენ წინასწარმეტყველნი და რჯული,
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 89
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 89 · გახსენი ბიბლიის მკითხველში