
ფსალმუნი 89:43 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თანაც დააჩლუნგე მისი მახვილი და არ შეეწიე ომში.
ფსალმუნი 89:43 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 89:43 კონტექსტში
89:41გაძარცვეს იგი გამვლელ-გამომვლელებმა, მეზობლების დასაცინი გახდა.
89:42მაღლა ასწიე მის მოშუღართა მარჯვენა, გაახარე ყველა მისი მტერი.
89:43თანაც დააჩლუნგე მისი მახვილი და არ შეეწიე ომში.
89:44გააცამტვერე სიწმიდე მისი და მისი ტახტი მიწასთან გაასწორე.
89:45შეამცირე დღენი მისი სიჭაბუკისა, და სირცხვილით შემოსე იგი. სელა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 89:43
- რიცხვთა 14:42ნუ ახვალთ, რადგან არ არის უფალი თქვენ შორის, და დაგამარცხებთ მტერი.
- იესო ნავეს ძე 7:8ოჰ, უფალო! რაღა მეთქმის, როცა ისრაელმა ზურგი შეაქცია მტერს.
- იესო ნავეს ძე 7:12ვერ გაუმკლავდებიან მტრებს ისრაელიანები და ზურგს შეაქცევენ მათ, რადგან დარისხებულნი არიან. აღარ ვიქნები თქვენთან, თუ არ მოსპობთ თქვენ შორის დარისხებულს.
- ეზექიელი 30:21ადამის ძევ! მკლავი გადავუმტვრიე ფარაონს, ეგვიპტის მეფეს. და, აჰა, არ შეხვეულა სამკურნალოდ, არ შეკრულა არტახებში, რომ მომაგრებულიყო მახვილის დასაჭერად.
- ეზექიელი 30:25გავუმაგრებ მკლავს ბაბილონის მეფეს და ჩამოუვარდება მკლავები ფარაონს. მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა ხელში მივცემ ჩემს მახვილს ბაბილონის მეფეს და დააღირებს მას ეგვიპტის ქვეყანაზე.
- იესო ნავეს ძე 7:4წავიდა ხალხიდან სამიათასამდე კაცი, მაგრამ უკუექცნენ ჰაღაის ხალხს.
- იესო ნავეს ძე 7:5დახოცეს მათგან ჰაღაიელებმა ოცდათექვსმეტამდე კაცი და დაედევნენ კარიბჭიდან შებარიმამდე და გაწყვიტეს ისინი ფერდობზე. შედრკა მათი გული, წყალივით გახდა.
- ფსალმუნები 44:10უკუგვაქციე მტრისაგან და ჩვენმა მოძულეებმა გაგვძარცვეს ჩვენ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 89
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 89 · გახსენი ბიბლიის მკითხველში