
ფსალმუნი 89:45 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეამცირე დღენი მისი სიჭაბუკისა, და სირცხვილით შემოსე იგი. სელა.
ფსალმუნი 89:45 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 89:45 კონტექსტში
89:43თანაც დააჩლუნგე მისი მახვილი და არ შეეწიე ომში.
89:44გააცამტვერე სიწმიდე მისი და მისი ტახტი მიწასთან გაასწორე.
89:45შეამცირე დღენი მისი სიჭაბუკისა, და სირცხვილით შემოსე იგი. სელა.
89:46როდემდე დაგვემალები, უფალო, განუწყვეტლივ, ააგზნებ ცეცხლივით შენს მრისხანებას?
89:47გაიხსენე, რა არის ჩემი წუთისოფელი; რისთვის შეჰქმენი ფუჭად ყოველი ძე ადამისა?
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 89:45
- ფსალმუნები 109:29შეიმოსონ ჩემი მოძულენი გაწბილებით და ქურქივით წამოისხან თავიანთი სირცხვილი.
- ფსალმუნები 44:15ყოველდღე ჩემი აუგი ჩემ წინაშეა და სირცხვილი მიფარავს სახეს
- ფსალმუნები 102:23გაასავათა გზაში ჩემი ძალა, შეამცირა დღენი ჩემნი.
- მიქა 7:10დაინახავს ამას ჩემი მტერი და სირცხვილი შეიპყრობს, რომ მეუბნებოდა, სად არის უფალი, შენი ღმერთიო? მაშინ იხილავენ მას ჩემი თვალები, როცა ქუჩის ტალახივით სათელავი გახდება.
- ფსალმუნები 71:13დაე, შერცხვნენ და მოისპონ ჩემი სულის მტრები; სირცხვილმა და გაწბილებამ დაბუროს ჩემთვის სიავის მაძიებლები.
- ფსალმუნები 89:28უკუნისამდე შევუნახავ მას ჩემს წყალობას და ჩემი აღთქმა საიმედო იქნება მისთვის.
- ფსალმუნები 89:29და დავამკვიდრებ უკუნისამდე ნაშიერს მისას და მისი ტახტი - ვითარცა დღენი ცისანი.
- ნეშტთა შორისა ბ 10:19განუდგა ისრაელი დავითის სახლს და ასეა ეს დღემდე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 89
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 89 · გახსენი ბიბლიის მკითხველში