
ფსალმუნი 89:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენ ბატონობ ზღვის მოქცევაზე, მის აბობოქრებულ ტალღებს შენ ამშვიდებ.
ფსალმუნი 89:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 89:9 კონტექსტში
89:7ღმერთი დიდებულია წმიდათა კრებულში მეტისმეტად და საშიშია ყველასათვის მის ირგვლივ.
89:8უფალო, ღმერთო ძალთაო! ვინ არის შენებრ მედგარი, უფალო? და შენი ჭეშმარიტება შენს გარშემოა.
89:9შენ ბატონობ ზღვის მოქცევაზე, მის აბობოქრებულ ტალღებს შენ ამშვიდებ.
89:10შენ განართხე რაჰაბი, როგორც განგმირული; შენი ძლიერი მკლავით გაფანტე შენი მტრები.
89:11შენია ცანი, დედამიწაც შენია, სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 89:9
- ფსალმუნები 65:7აწყნარებ ზღვათა ხმაურს, მათი ტალღების ხმაურს და ერების მღელვარებას.
- ფსალმუნები 107:25ის იტყვის და ამოვარდება ქარიშხალი და ზეაიმართებიან ზვირთები.
- ფსალმუნები 107:29გადააქცევს ზღვის ღელვას სიწყნარედ და დადუმდებიან მისი ტალღები.
- მარკოზის სახარება 4:41ისინი საშინელი ძრწოლით შეძრწუნდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?
- მათეს სახარება 8:24და, აჰა, საშინლად აღელდა ზღვა, ისე რომ, ტალღებით იფარებოდა ნავი: მას კი ეძინა.
- მათეს სახარება 8:27ხოლო განცვიფრებული ხალხი ამბობდა: ვინ არის იგი, ქარებიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?
- მარკოზის სახარება 4:39მაშინ წამოდგა, შერისხა ქარი და უბრძანა ზღვას: დაყუჩდი, დაცხრი! და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი.
- ფსალმუნები 93:3აიმაღლეს მდინარეებმა, უფალო, აიმაღლეს მდინარეებმა თავიანთი ხმა, აიმაღლებენ მდინარენი თავიანთ ხმაურს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 89
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 89 · გახსენი ბიბლიის მკითხველში