
ფსალმუნი 90:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დილას ჰყვავის და ფერს იცვლის, საღამოს ჭკნება და ხმება.
ფსალმუნი 90:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 90:6 კონტექსტში
90:4რადგან ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე, რომ გადაიარა, და მესამედი ღამისა.
90:5ღვართქაფივით გააქანებ მათ, ძალი მათი დილდილობით ბალახივით შეიცვლება:
90:6დილას ჰყვავის და ფერს იცვლის, საღამოს ჭკნება და ხმება.
90:7რადგანაც გავქრით შენი რისხვით და შენი გულისწყრომით შევძრწუნდით.
90:8ჩვენი დანაშაულებანი წინ დაიდე, ჩვენი საიდუმლო - შენი სახის შუქის წინ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 90:6
- იობი 14:2ყვავილივით გამოდის და ჭკნება; ჩრდილოეთით გარბის და კვალს არ ტოვებს.
- ფსალმუნები 92:7როცა ბოროტნი აყვავდებიან ბალახივით და აღორძინდება ყველა - მოქმედი სიმრუდისა, რომ დაიღუპონ საუკუნოდ.
- მათეს სახარება 6:30ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?
- იაკობის ეპისტოლე 1:11რადგანაც ამოდის მზე და მცხუნვარება გაახმობს მდელოს, დაჭკნება მისი ყვავილი და განქარდება მისი მშვენება; ასე დაჭკნება მდიდარიც მისეულ გზაზე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 90
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 90 · გახსენი ბიბლიის მკითხველში