
ფსალმუნი 92:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა ბოროტნი აყვავდებიან ბალახივით და აღორძინდება ყველა - მოქმედი სიმრუდისა, რომ დაიღუპონ საუკუნოდ.
ფსალმუნი 92:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 92:7 კონტექსტში
92:5რაოდენ დიდია შენი საქმეები, უფალო, ფრიად ღრმაა შენი ზრახვები.
92:6უგუნური კაცი ვერ შეიცნობს და უმეცარი ვერ გაიგებს ამას,
92:7როცა ბოროტნი აყვავდებიან ბალახივით და აღორძინდება ყველა - მოქმედი სიმრუდისა, რომ დაიღუპონ საუკუნოდ.
92:8ხოლო შენ მაღალი ხარ მარადჟამს, უფალო!
92:9რადგანაც, აგერ, შენი მტრები, უფალო, რადგანაც, აგერ, შენი მტრები იღუპებიან, განიბნევიან ყველანი - სიმრუდის მოქმედნი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 92:7
- ფსალმუნები 73:18მაგრამ მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი და უფსკრულში გადაჩეხე.
- ფსალმუნები 73:20როგორც სიზმარი ქარწყლდება გამოღვიძების შემდეგ, უფალო, ისე დაამცირებ მათ სახეებს, როცა გამოაფხიზლებ.
- ფსალმუნები 37:38ხოლო ბრალეულნი ერთიანად მოისპობიან, ბოროტთა მომავალი გადაშენდება.
- ფსალმუნები 37:1დავითისა. ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის.
- ფსალმუნები 37:2რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან.
- ფსალმუნები 37:35მინახავს ბოროტი მძვინვარე, ვარჯოვან ხესავით ფესვგადგმული.
- ფსალმუნები 37:36მაგრამ გადაიარა და აჰა, აღარ არის, დავეძებ მას და ვეღარ აპოულობ.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:24ვინაიდან ყოველი ხორცი ბალახსა ჰგავს და ყოველი დიდება კაცისა - მინდვრის ყვავილს; გახმა ბალახი და დასცვივდა მისი ყვავილიც.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 92
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 92 · გახსენი ბიბლიის მკითხველში