
ფსალმუნი 92:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაუწყოთ დილდილობით შენი წყალობა და ჭეშმარიტება შენი ღამღამობით.
ფსალმუნი 92:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 92:2 კონტექსტში
92:1ფსალმუნი. გალობა შაბათის დღისათვის. კარგია ვადიდოთ უფალი და გუგალობოთ შენს სახელს, უზენაესო!
92:2გაუწყოთ დილდილობით შენი წყალობა და ჭეშმარიტება შენი ღამღამობით.
92:3ათსიმიანზე და ჩანგზე, გალობით - ქნარზე.
92:4რაკი გამამხიარულე, უფალო, შენი ნამოქმედარით, შენთა ხელთა ნასაქმარს ვუგალობებ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 92:2
- გლოვა იერემიასი 3:22არ დაილევა უფლის მადლი, არ შეწყდება მისი წყალობები;
- გლოვა იერემიასი 3:23განახლდება ყოველ სისხამზე, დიდია შენი იმედი.
- ფსალმუნები 89:1მოძღვრება ეთან ეზრახელისა. უფლის წყალობებს მარადჟამს ვუგალობებ. თაობიდან თაობას ვაცნობებ შენს ჭეშმარიტებას ჩემი პირით.
- ფსალმუნები 89:2რადგანაც ვთქვი: უკუნისამდე დაფუძნდეს წყალობა და ცათა შიგან განიმტკიცო ჭეშმარიტება შენი.
- იოანე 1:17რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა.
- ესაია 63:7მადლს მივაგებ უფალს, ქება-დიდებას უფალს ყველა წყალობისთვის, რაც მოიმოქმედა ჩვენთვის უფალმა, და დიდი სიკეთისთვის, ისრაელის სახლისადმი რომ მოიმოქმედა თავისი სიბრალულით და დიდი სიყვარულით.
- ფსალმუნები 42:8დღისით გამოგზავნის უფალი თავის წყალობას და ღამით ვუგალობებ მას ჩემთან. ჩემი სიცოცხლის ღმერთისადმი ლოცვას აღვავლენ.
- მოციქულთა საქმენი 16:25შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს; დანარჩენი პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 92
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 92 · გახსენი ბიბლიის მკითხველში