
ფსალმუნი 94:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იყო უფალი ჩემი თავშესაფარი და ღმერთი ჩემი - ბურჯი ჩემი ციხე-სიმაგრისა.
ფსალმუნი 94:22 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 94:22 კონტექსტში
94:20ნუთუ გაგიტოლდება ტახტი უკუღმართთა, უსამართლობას რომ სჩადიან შენი კანონის საწინააღმდეგოდ?
94:21გაილაშქრებენ წმიდანის სულზე და წმიდა სისხლს ბრალში გახვევენ.
94:22იყო უფალი ჩემი თავშესაფარი და ღმერთი ჩემი - ბურჯი ჩემი ციხე-სიმაგრისა.
94:23მიაგებს მათ თავიანთ უსამართლობას და თავიანთი სიავით მოსპობს მათ, მოსპობს მათ უფალი, ღმერთი ჩვენი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 94:22
- ფსალმუნები 18:2და თქვა: შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო.
- ფსალმუნები 27:1დავითისა. უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი - ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა - ვისგან შევძრწუნდე?
- ფსალმუნები 27:3თუნდაც ჯარმა რომ დაიბანაკოს ჩემ წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; თუ ომი ატყდა ჩემ წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს.
- ფსალმუნები 59:9მის ძლიერებას შენში დავიცავ, რადგან ღმერთია ჩემი საყრდენი.
- ფსალმუნები 59:16ხოლო მე ვუმღერებ შენს სიძლიერეს და დილდილაობით ვიღაღადებ შენს წყალობაზე, რადგან შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს.
- ფსალმუნები 59:17სიძლიერევ ჩემო, შენ გიგალობებ, რადგან ღმერთია ჩემი ბურჯი, ღმერთი ჩემი მწყალობელი.
- ფსალმუნები 62:6მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - არ დავეცემი.
- ფსალმუნები 62:2მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - აღარ დავეცემი მეტად.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 94
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 94 · გახსენი ბიბლიის მკითხველში