გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

რომაელთა მიმართ 12:4: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

8 interpreters აპლიკაციაში

რომაელთა მიმართ 12:4

ვინაიდან როგორც ერთ სხეულს ჩვენსას მრავალი ასო აქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე,

რომაელთა მიმართ 12:4 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 19 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-5 კვირის ორშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 12:4

8 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “მოციქული აქ იმავე შედარებას იყენებს, რომელიც კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში გამოიყენა, როდესაც მათ იმავე სენისგან კურნავდა. ამ წამლის ძალა დიდია და მაგალითის მნიშვნელობა საკმარისია იმისთვის, რომ თავიდან აგვაცილოს ამპარტავნების სენი.”

    მთელი განმარტება

    მოციქული აქ იმავე შედარებას იყენებს, რომელიც კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში გამოიყენა, როდესაც მათ იმავე სენისგან კურნავდა. ამ წამლის ძალა დიდია და მაგალითის მნიშვნელობა საკმარისია იმისთვის, რომ თავიდან აგვაცილოს ამპარტავნების სენი.

    რატომ ფიქრობ საკუთარ თავზე ამდენს, როდესაც სხვა, პირიქით, თავმდაბლობს? განა ყველა, დიდი თუ პატარა, ერთ სხეულს არ შევადგენთ? და როდესაც თავის მიმართ ერთ სხეულს წარმოვადგენთ, ხოლო ერთმანეთის მიმართ, ასოებს, მაშ, რატომ იკვეთავ თავს ამპარტავნებით, რატომ გრცხვენია ძმის? როგორც ის არის შენი ასო, ისევე ხარ შენ მისი ასო და ამ მხრივ არსებობს დიდი თანასწორობა.

    მოციქულმა ორი საკმარისი არგუმენტი წარმოადგინა, რათა მსმენელები ამპარტავნებისგან განეშორებინა: პირველი ის. Ჩვენ ერთმანეთის ასოები ვართ, არა მხოლოდ მცირე დიდისთვის, არამედ დიდი მცირესთვისაც, ხოლო მეორე ის, რომ ყველა ერთ სხეულს შევადგენთ. უფრო სწორად კი, სამი არგუმენტია, ვინაიდან მან დაამტკიცა, რომ ყველას ერთი მადლიანი ნიჭი აქვს ბოძებული.

    მაშ, ნუ იფიქრებ საკუთარ თავზე ბევრს, რადგან ყველაფერი, რაც მიიღე, ღვთისგან გაქვს ბოძებული და არა შენ თვითონ მოიპოვე. ამ მიზეზით, მოციქულმა, როდესაც სულიერ ნიჭებს შეეხო, არ თქვა, რომ ერთმა მეტი მიიღო, ხოლო მეორემ, ნაკლები, არამედ როგორ უწოდა ნიჭებს? სხვადასხვა. იგი ამბობს: “გვაქვს... ნიჭები” (რომ. 12:6), არა დიდი და მცირე, არამედ, “სხვადასხვა”. რა მნიშვნელობა აქვს, თუ იგივე არ გაქვს მინდობილი, როდესაც იმავე სხეულს ეკუთვნი?

    მოციქული საუბარს ნიჭის შესახებ იწყებს და მოწყალების, გულმოდგინებისა და შუამდგომლობის სიტყვებით ამთავრებს. რამდენადაც ზოგიერთი რომაელი, როგორც ბუნებრივია, სათნო იყო, მაგრამ წინასწარმეტყველების ნიჭი არ ჰქონდა, მოციქული ამტკიცებს, რომ სათნოება ასევე ნიჭია, თანაც წინასწარმეტყველების ნიჭზე უფრო დიდი (ეს მან კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში დაამტკიცა). Პირველს ჯილდო მოჰყვება, ხოლო უკანასკნელი მოკლებულია საზღაურს და ყველაფერი მასში, ნიჭი და მადლია.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  4. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  5. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  6. კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე
  7. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  8. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 8

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 8 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

რომაელთა მიმართ 12:4 კონტექსტში

12:2ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული.

12:3ჩემთვის მოცემული მადლით მოგმართავთ ყველას: ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს; არამედ იფიქროს ზომიერად, იმ რწმენის თანახმად, ღმერთმა რომ მიაგო თითოეულ თქვენგანს.

12:4ვინაიდან როგორც ერთ სხეულს ჩვენსას მრავალი ასო აქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე,

12:5ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ.

12:6და რაკი ჩვენთვის მოგებული მადლის წყალობით სხვადასხვა ნიჭი გვაქვს, ამიტომ, თუ წინასწარმეტყველების ნიჭი გებოძა, რწმენისამებრ იწინასწარმეტყველე,

პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 12:4

განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 12

სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში