
რუთი 2:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვა მოაბელმა რუთმა: ისიც მითხრა, ჩემს მსახურ ბიჭებთან დარჩი, სანამ ჩემს სამკალს არ მორჩებიანო.
რუთი 2:21 · საქართველოს საპატრიარქო
რუთი 2:21 კონტექსტში
2:19უთხრა მას დედამთილმა: სად კრეფდი დღეს, სად შრომობდი? დალოცვილი იყოს შენი მომხედავი! უამბო დედამთილს ვისთანაც შრომობდა, და უთხრა: ბოყაზი ჰქვია იმ კაცს, ვისთანაც ვშრომობდი დღეს.
2:20უთხრა ნაყომიმ რძალს: დალოცვილი იყოს უფლისაგან, რომ წყალობა არ მოაკლო არც ცოცხლებს და არც მკვდრებს! უთხრა ნაყომიმ: ჩვენი ახლობელია ეს კაცი, ჩვენი სანათესაოდან არის.
2:21თქვა მოაბელმა რუთმა: ისიც მითხრა, ჩემს მსახურ ბიჭებთან დარჩი, სანამ ჩემს სამკალს არ მორჩებიანო.
2:22უთხრა ნაყომიმ რუთს, თავის რძალს: კარგია, შვილო, რომ მის მსახურ ქალებთან ერთად გახვალ და სხვის ყანაში არ დაგინახავენ.
2:23არ მოშორებია იგი ბოყაზის მსახურ ქალებს. კრეფდა ნამკალში, სანამ ქერისა და პურის მკა არ დასრულდა. ასე ცხოვრობდა ის თავის დედამთილთან ერთად.
პარალელური ადგილები: რუთი 2:21
- რუთი 2:7თქვა, ამაკრეფინეთ და შემაგროვებინეთ თავთავები მომკელთა კვალზეო. მოვიდა და დილიდან აქ ტრიალებს. შინ თითქმის არ ჩერდება.
- რუთი 2:8უთხრა ბოყაზმა რუთს: ახლა ყური მიგდე, შვილო. სხვის ყანაში ნუ წახვალ ასაკრეფად. აქედან ნურსად გადახვალ, ჩემს მსახურ ქალებთან დარჩი.
- ქებათა ქება 1:7მითხარი, ჩემი სულის შეყვარებულო. სად აძოვებ, სად ისვენებ შუადღის ხვატში, რომ ფუჭად არ ვიხეტიალო შენი მეგობრების ჯოგებში?
- ქებათა ქება 1:8თუ ვერ სცნობ, უმშვენიერესო ასულთა შორის, გაჰყევი ცხვრის კვალს და მწყემსთა კარვების შორიახლო აძოვე შენი თიკნები.
- რუთი 2:22უთხრა ნაყომიმ რუთს, თავის რძალს: კარგია, შვილო, რომ მის მსახურ ქალებთან ერთად გახვალ და სხვის ყანაში არ დაგინახავენ.
განაგრძე კითხვა: რუთი 2
სრულად წაიკითხე: რუთი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში