
რუთი 2:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვა, ამაკრეფინეთ და შემაგროვებინეთ თავთავები მომკელთა კვალზეო. მოვიდა და დილიდან აქ ტრიალებს. შინ თითქმის არ ჩერდება.
რუთი 2:7 · საქართველოს საპატრიარქო
რუთი 2:7 კონტექსტში
2:5უთხრა ბოყაზმა თავის მსახურს, რომელიც თავზე ადგა მომკელებს: ვისია ეს ყმაწვილი ქალი?
2:6მიუგო მსახურმა, რომელიც თავზე ადგა მომკელებს, და უთხრა: მოაბელია ეს ყმაწვილი ქალი, ნაყომის წამოჰყვა მოაბის ველიდან.
2:7თქვა, ამაკრეფინეთ და შემაგროვებინეთ თავთავები მომკელთა კვალზეო. მოვიდა და დილიდან აქ ტრიალებს. შინ თითქმის არ ჩერდება.
2:8უთხრა ბოყაზმა რუთს: ახლა ყური მიგდე, შვილო. სხვის ყანაში ნუ წახვალ ასაკრეფად. აქედან ნურსად გადახვალ, ჩემს მსახურ ქალებთან დარჩი.
2:9ხომ ხედავ ამ ყანას, რომელსაც მკიან. იარე მომკელთა კვალზე. ბიჭებისთვის ნაბრძანები მაქვს, არ დაგიშალონ. თუ მოგწყურდეს, ჭურჭლებთან მიდი და დალიე, საიდანაც ჩემი ბიჭები იღებენ წყალს.
პარალელური ადგილები: რუთი 2:7
- იგავესნი 18:23ღარიბ-ღატაკი ვედრებით ლაპარაკობს, მდიდარი კი უკმეხად პასუხობს.
- იგავესნი 13:4ზარმაცის სული მოწყურებულია, მაგრამ არაფერი აქვს; მუყაითნი კი დანაყრდებიან.
- იგავესნი 15:33უფლის შიშით სიბრძნე ისწავლება და მორჩილება წინ უძღვის დიდებას.
- იგავესნი 22:29თუ გინახავს თავის საქმის ოსტატი კაცი? ის მეფეთა წინაშე დადგება და არ დადგება ბნელი ხალხის წინაშე.
- ეფესელთა მიმართ 5:21ქრისტეს შიშით ჰმორჩილებდეთ ერთმანეთს.
- პეტრეს ეპისტოლე ა 5:5ასევე უმრწემესნიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ურთიერთმორჩილებით შეიმოსეთ სიმდაბლე, რადგან ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.
- პეტრეს ეპისტოლე ა 5:6მაშ, დამდაბლდით ღვთის მტკიცე ხელქვეშ, რათა დროულად აგამაღლოთ თქვენ.
- ეკლესიასტე 9:10რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ.
განაგრძე კითხვა: რუთი 2
სრულად წაიკითხე: რუთი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში