
რუთი 2:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიუგო მსახურმა, რომელიც თავზე ადგა მომკელებს, და უთხრა: მოაბელია ეს ყმაწვილი ქალი, ნაყომის წამოჰყვა მოაბის ველიდან.
რუთი 2:6 · საქართველოს საპატრიარქო
რუთი 2:6 კონტექსტში
2:4ამ დროს ბოყაზიც მოვიდა ბეთლემიდან და უთხრა მომკელებს: უფალი იყოს თქვენთან! მიუგეს: უფალმა გაკურთხოს!
2:5უთხრა ბოყაზმა თავის მსახურს, რომელიც თავზე ადგა მომკელებს: ვისია ეს ყმაწვილი ქალი?
2:6მიუგო მსახურმა, რომელიც თავზე ადგა მომკელებს, და უთხრა: მოაბელია ეს ყმაწვილი ქალი, ნაყომის წამოჰყვა მოაბის ველიდან.
2:7თქვა, ამაკრეფინეთ და შემაგროვებინეთ თავთავები მომკელთა კვალზეო. მოვიდა და დილიდან აქ ტრიალებს. შინ თითქმის არ ჩერდება.
2:8უთხრა ბოყაზმა რუთს: ახლა ყური მიგდე, შვილო. სხვის ყანაში ნუ წახვალ ასაკრეფად. აქედან ნურსად გადახვალ, ჩემს მსახურ ქალებთან დარჩი.
პარალელური ადგილები: რუთი 2:6
- რუთი 1:22დაბრუნდა ნაყომი თავის რძალთან, მოაბელ რუთთან ერთად, რომელიც მოაბის ველიდან წამოჰყვა მას. მკათათვის დასაწყისი იყო, როცა ბეთლემში მოვიდნენ ისინი.
- შესაქმე 39:4ჰპოვა იოსებმა მადლი მის თვალში და გახდა მისი მსახური. დაადგინა იგი ბატონმა თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი საბადებელი ჩააბარა.
- შესაქმე 15:2უთხრა აბრამმა: უფალო ღმერთო, რა უნდა მიბოძო? უშვილოდ გადავდივარ, ჩემი სახლის მოურავი დამასკოელი ელეაზარია.
- შესაქმე 24:2უთხრა აბრაამმა თავის მორჩილს, თავის სახლთუხუცესს, მთელი თავისი ქონების განმგებელს: საზარდულქვეშ ამომიდევი ხელი.
- რუთი 1:19იარეს ამ ორთა, ვიდრე არ მიადგნენ ბეთლემს. ბეთლემში მისვლისას შეიძრა მთელი ქალაქი მათ გამო. ამბობდნენ, ნაყომი ხომ არ არისო ეს დედაკაცი?
- მათეს სახარება 24:45ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც მისმა პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს საჭმელი მათ?
- რუთი 1:16თქვა რუთმა: ნუ მაიძულებ დაგტოვო და წავიდე შენგან, რადგან სადაც შენ მიდიხარ, მეც იქ უნდა წამოვიდე; სადაც შენ დაგიღამდება, მეც იქ უნდა დამიღამდეს. შენი ხალხი ჩემი ხალხია, შენი ღმერთი ჩემი ღმერთია.
- მათეს სახარება 20:8რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა თავის მოურავს უთხრა: დაუძახე მუშებს და მიეცი საზღაური, უკანასკნელთაგან მოყოლებული პირველებამდე.
განაგრძე კითხვა: რუთი 2
სრულად წაიკითხე: რუთი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში