
რუთი 3:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლა ნუ გეშინია, შვილო. ყველაფერს შეგისრულებ, რასაც მეტყვი, რადგან მთელმა ჩემმა ხალხმა იცის, რომ ღირსეული ქალი ხარ.
რუთი 3:11 · საქართველოს საპატრიარქო
რუთი 3:11 კონტექსტში
3:9თქვა: ვინა ხარ? მიუგო: რუთი ვარ, შენი მხევალი, გადააფარე ფრთა შენს მხევალს. შენ ხომ ნათესავი ხარ.
3:10თქვა: დალოცვილი იყავ უფლისაგან, შვილო. რაც ახლა მადლი ჰქვნი, წინანდელზე უკეთესია. ყმაწვილთაგანს ვინმეს რომ არ წაჰეევი, არც ღარიბს, არც მდიდარს.
3:11ახლა ნუ გეშინია, შვილო. ყველაფერს შეგისრულებ, რასაც მეტყვი, რადგან მთელმა ჩემმა ხალხმა იცის, რომ ღირსეული ქალი ხარ.
3:12ახლა, მართალია ნათესავი ვარ, მაგრამ ჩემზე ახლობელი ნათესავიც გყავს.
3:13გაათიე ეს ღამე და, თუ დილით მან გინათესავა, ხომ კარგი, გინათესავოს. თუ არ ისურვა და არ გინათესავა, მაშინ მე თავად გინათესავებ, უფალს ვფიცავ. იწექი დილამდე.
პარალელური ადგილები: რუთი 3:11
- იგავესნი 31:29მრავალმა ასულმა გამოიჩინა მხნეობა, მაგრამ შენ გადაამეტე ყველას.
- იგავესნი 31:31მიაგეთ მას მისი შრომის საზღაური და მისმა საქმეებმა იგი კარიბჭეებთან განადიდონ.
- იგავესნი 31:10ვინ იპოვის გამრჯე დედაკაცს? მარგალიტზე ძვირია მისი ფასი.
- იგავესნი 12:4ღირსეული დედაკაცი ქმრის გვირგვინია, შემარცხვენელი კი მისი ძვლების გამომშრობელია.
განაგრძე კითხვა: რუთი 3
სრულად წაიკითხე: რუთი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში