
ქებათა ქება 7:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოდი, მეტრფევ ჩემო, გავიდეთ ველად, სოფლებში ვათიოთ ღამე;
ქებათა ქება 7:12 · საქართველოს საპატრიარქო
ქებათა ქება 7:12 კონტექსტში
7:10შენი სასარჩეული ღვინოა, ჩემი მეტრფისკენ მიღვარული, მძინარეთა ბაგეების დამატკბობელი.
7:11მე ჩემი მეტრფისა ვარ და ჩემკენ მოილტვის ისიც.
7:12მოდი, მეტრფევ ჩემო, გავიდეთ ველად, სოფლებში ვათიოთ ღამე;
7:13ავდგებოდით დილით სისხამზე ვენახთა მოსახილვად; ვნახავდით, თუ ყვავის ვაზი, თუ იშლება ვაზის კვირტები, თუ ყვავის ბროწეული; ჩემს ალერსს იქ მოგცემდი.
7:14სურნელებით ფშვიან მანდრაგორები, ყოველგვარი ხილია ჩვენი კარის წინ - ახალი და ძველი. შენთვის მაქვს შენახული, მეტრფევ ჩემო.
პარალელური ადგილები: ქებათა ქება 7:12
- ქებათა ქება 6:11ჩავედი ნიგვზნარში, რომ მენახა მწვანე ჭალები; მენახა, თუ აყვავდა ვაზი, თუ გაიფურჩქნა ბროწეული.
- ქებათა ქება 7:6შენი თავი ქარმელის მთაა და ნათხზენი შენს თავზე სმეფო ძოწეული, კავებით შეკრული.
- ფსალმუნები 122:5რადგან იქ იდგა ტახტები სამართლისა, ტახტები დავითის სახლისა.
- ეფესელთა მიმართ 6:24მადლი ყველას, ვისაც უცვლელი სიყვარულით უყვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ.
- კორინთელთა მიმართ ბ 13:5მაშ, გამოსცადეთ თქვენი თავი, მკვიდრობთ თუ არა რწმენაში; შეამოწმეთ თქვენივე თავი; ნუთუ არ იცით, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა და, გამოცდისთვის ვერ გაგიძლიათ.
- ფსალმუნები 73:25ვინ არის ჩემთვის ცაში? და შენს გარდა არავინ მსურს დედამიწაზე.
- ეკლესიასტე 9:10რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ.
- მოციქულთა საქმენი 15:36რამდენიმე დღის შემდეგ პავლემ უთხრა ბარნაბას: წავიდეთ და ვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა: ვნახოთ, როგორ არიან.
განაგრძე კითხვა: ქებათა ქება 7
სრულად წაიკითხე: ქებათა ქება 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში