
ზაქარია 9:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაუბრუნდით ციხე-სიმაგრეებს, იმედის ტყვენო! რასაც დღეს გიცხადებთ, ორმაგად მოგაგებთ.
ზაქარია 9:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 25 აპრილი, 2027, ბზობა: უფლის იერუსალიმად შესვლა (მწუხრი).
ზაქარია 9:12 კონტექსტში
9:10ამოვაგდებ ეტლებს ეფრემიდან და ცხენებს იერუსალიმიდან; შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი. მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს და დამყარდება მისი ხელმწიფება ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან ქვეყნის ბოლომდე.
9:11შენ კი, შენი აღთქმის სისხლის გულისთვის გავათავისუფლებ შენს ტყვეებს ჭიდან, სადაც წყალი არა დგას.
9:12დაუბრუნდით ციხე-სიმაგრეებს, იმედის ტყვენო! რასაც დღეს გიცხადებთ, ორმაგად მოგაგებთ.
9:13რადგან მშვილდივით მოვიზიდავ იუდას და ისრებით ავავსებ ეფრემს; აღვძრავ შენს შვილებს, სიონო, შენი შვილების წინააღმდეგ, იავანო, და მეომრის მახვილად გაქცევ!
9:14უფალი გამოჩნდება მათ ზემოთ და ელვასავით გამოვარდება მისი ისარი; ჩაჰბერავს საყვირს უფალი ღმერთი და წამოვა შუადღის ქარიშხალში.
პარალელური ადგილები: ზაქარია 9:12
- იობი 42:10და აღუდგინა უფალმა იობს მისი დოვლათი, როცა ილოცა იობმა თავისი მეგობრებისთვის. ერთი იმდენი მიუმატა უფალმა იობის საბადებელს!
- ესაია 61:7სირცხვილის ნაცვლად ორმაგად მოგეზღვებათ; შეურაცხების ნაცვლად თავიანთ წილზე გაიხარებენ, ამიტომ თავიანთ ქვეყანაში ორმაგ წილს დაიმკვიდრებვნ. საუკუნო სიხარული ექნებათ მათ.
- გლოვა იერემიასი 3:21ასე ვპასუხობ ჩემს გულს, რადგან მაქვს იმედი;
- გლოვა იერემიასი 3:22არ დაილევა უფლის მადლი, არ შეწყდება მისი წყალობები;
- ებრაელთა მიმართ 6:18რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენ წინაშე დასახულ იმედს,
- იერემია 31:17არის იმედი შენი მომავლისაა ამბობს უფალი, დაუბრუნდებიან შენი შვილები თავის საზღვრებს.
- იერემია 51:10უფალმა გამოიტანა ჩვენი სიმართლე; წავიდეთ და გავაცხადოთ სიონზე უფლის, ჩვენი ღვთის, ნამოქმედარი.
- ნაუმი 1:7კეთილია უფალი - ციხე-სიმაგრე გასაჭირში - და ცნობს თავის მოიმედეთ.
განაგრძე კითხვა: ზაქარია 9
სრულად წაიკითხე: ზაქარია 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში