
ფსალმუნი 148:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო, ქვეწარმავალო და ფრინველო ფრთოსანო;
ფსალმუნი 148:10 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 148:10 კონტექსტში
148:8ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და კვამლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო,
148:9მთანო და ყოველნო ბორცვნო, მსხმოიარე ხევ და ყოველნო კედარნო.
148:10მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო, ქვეწარმავალო და ფრინველო ფრთოსანო;
148:11მეფენო ქვეყნისა და ყოველნო ერნო, მთავარნო და ყოველნო მსაჯულნო ქვეყნისა.
148:12ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად,
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 148:10
- შესაქმე 7:14ესენი და ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი, ყოველგვარი ფრინველი, ყოველი ჩიტი, ყოველი ფრთოსანი.
- ფსალმუნები 103:22ადიდეთ უფალი, ყოველი მისი ნამოქმედარი, მისი მეუფების ყველა ადგილას. ადიდე, სულო ჩემო, უფალი.
- ფსალმუნები 50:10რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში.
- ფსალმუნები 50:11ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემ წინაშე არიან.
- ფსალმუნები 150:6ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ადიდეთ უფალი!
- ეზექიელი 17:23ისრაელის მაღალ მთაზე დავრგავ მას, აუშვებს ტოტებს და ნაყოფს გამოიღებს; გახდება დიდებული ნაძვი, დასახლდება მის ქვეშ ყოველგვარი ფრინველი და მისი რტოების ჩრდილში ყოველი ფრთოსანი დაიბუდებს.
- შესაქმე 1:20თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე.
- შესაქმე 1:25გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 148
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 148 · გახსენი ბიბლიის მკითხველში