
მეფეთა ა 18:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაუშინდა სული საულს, რადგან უფალი იყო დავითთან, საულს კი განეშორა.
მეფეთა ა 18:12 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 18:12 კონტექსტში
18:10მეორე დღეს შეიპყრო საული ღვთის ბოროტმა სულმა და გაშმაგდა იგი სახლში. დავითი ქნარზე უკრავდა ჩვეულებისამებრ, საულს კი შუბი ეჭირა ხელში.
18:11მოისროლა საულმა შუბი, იფიქრა, კედელს მივაგმირავო დავითს. მაგრამ ორგზის გაუსხლტა მას დავითი.
18:12დაუშინდა სული საულს, რადგან უფალი იყო დავითთან, საულს კი განეშორა.
18:13განიშორა საულმა დავითი და დაადგინა იგი ათასისთავად. გამოდიოდა და შედიოდა იგი ხალხის წინაშე.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 18:12
- მეფეთა ა 18:15დაინახა საულმა, რომ მეტისმეტად გონიერი იყო იგი, და შეეშინდა მისი.
- მეფეთა ა 18:29და კიდევ უფრო შეეშინდა დავითისა და სამუდამოდ მტრად გადაეკიდა.
- მეფეთა ა 28:15უთხრა სამუელმა: მე რისთვის მეკითხები, როცა უფალი განგიდგა და მტრად გექცა?
- მეფეთა ა 16:13აიღო სამუელმა ზეთიანი რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს. ადგა სამუელი და წავიდა რამათს.
- მეფეთა ა 16:14განეშორა საულს უფლის სული და დაუწყო მას წვალება ბოროტმა სულმა უფლისაგან.
- მეფეთა ა 16:18მიუგო ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: ბეთლემელი იესეს შვილი მეგულება, იცის ქნარზე დაკვრა, ქველი და მამაცი კაცია, სიტყვაგონიერი და ლამაზი; უფალია მასთან.
- მოციქულთა საქმენი 24:25მაგრამ რაკი პავლე სამართლიანობაზე, თავდაჭერილობასა და განკითხვაზე ლაპარაკობდა, ფელიქსი შეშინდა და უთხრა: ახლა წადი და როცა მოვიცლი, მაშინ გიხმობო.
- მოციქულთა საქმენი 7:9მამამთავრებს შურდათ იოსებისა და ეგვიპტეში გაყიდეს იგი; მაგრამ ღმერთი იყო მასთან.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 18
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში