
მეფეთა ა 30:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა დავითმა: თუ მიმიყვან იმ ურდომდე? მიუგო: ღმერთი დაიფიცე, რომ არ მომკლავ და ჩემს პატრონს არ მიმცემ, და ჩაგიყვან იმ ურდომდე.
მეფეთა ა 30:14 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 30:14 კონტექსტში
30:12ჰკითხა დავითმა: ვისი ხარ და სადაური ხარ. მიუგო: ეგვიპტელი კაცი ვარ, ერთი ყამალეკელის ყმა. მიმატოვა ჩემმა პატრონმა, რადგან ეს მესამე დღეა, რაც ავად ვარ.
30:13თავს დავესხით ქერეთის სამხრეთს, იუდას, ქალების სამხრეთს და ციკლაგს და გადავწვით.
30:14უთხრა დავითმა: თუ მიმიყვან იმ ურდომდე? მიუგო: ღმერთი დაიფიცე, რომ არ მომკლავ და ჩემს პატრონს არ მიმცემ, და ჩაგიყვან იმ ურდომდე.
30:15ჩაიყვანა და, აჰა, გაფანტულან მთელ არემარეზე, ჭამენ, სვამენ და ზეიმობენ ფილისტიმელთა ქვეყნიდან და იუდადან წამოღებული დიდი ნადავლის გამო.
30:16მუსრავდა მათ დავითი დილის ბინდიდან მეორე დღის საღამომდე; არვინ გადარჩენილა ოთხასი ჭაბუკის გარდა, რომელნიც მოახტნენ აქლემებს და გაიქცნენ.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 30:14
- ეზექიელი 25:16ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხელს მოვუღერებ ფილისტიმელებს, ამოვძირკვავ კრეტელებს და მოვსპოვ მათ ნატამალს ზღვის ნაპირზე.
- მეფეთა ბ 8:18ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე ქერეთელებს და ფელეთელებს განმგებლობდა; დავითის შვილები სამეფო მრჩევლები იყვნენ.
- სოფონია 2:5ვაი, ზღვისპირელებს, ქერეთელ ხალხს! შენზეა უფლის სიტყვა ქანაანო, ფილისტიმელთა ქვეყანავ! გაგანადგურებ და გაუკაცურდები.
- იესო ნავეს ძე 14:13აკურთხა ქალებ იეფუნეს ძე იესომ და მისცა მას სამკვიდროდ ხებრონი.
- მეფეთა ა 30:1ტყვედ წაასხეს ქალები, ვინც კი იყვნენ, დიდიდან პატარამდე; არვინ მოუკლავთ, მხოლოდ გაიტაცეს და თავისი გზით წავიდნენ:
- მეფეთა ა 30:16მუსრავდა მათ დავითი დილის ბინდიდან მეორე დღის საღამომდე; არვინ გადარჩენილა ოთხასი ჭაბუკის გარდა, რომელნიც მოახტნენ აქლემებს და გაიქცნენ.
- იესო ნავეს ძე 15:13ქალებ იეფუნეს ძეს ძისცა იესომ სამკვიდრო იუდაელთა შორის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს იესოსთვის: ყანაკის მამისეული კირიათ-არბაყი, ანე ხებრონი.
- ნეშტთა შორისა ა 18:17ბენიაჰუ იეჰოდაყის ძე ქერეთელებსა და ფერეთელებს გამგებლობდა, ხოლო დავითის ძენი პირველნი იყვნენ მეფის გვერდით.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 30
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში