
ნეშტთა შორისა ბ 1:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოუხმო სოლომონმა მთელ ისრაელს: ათასისთავებს, ასისთავებს, მსაჯულებს, მთელი ისრაელის ყველა წინამძღოლს, მამისსახლთა თავკაცებს.
ნეშტთა შორისა ბ 1:2 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 1:2 კონტექსტში
1:1გამტკიცდა სოლომონ დავითის ძე თავის სამეფოში. უფალი, მისი ღმერთი იყო მასთან და დიდად აღაზევა იგი.
1:2მოუხმო სოლომონმა მთელ ისრაელს: ათასისთავებს, ასისთავებს, მსაჯულებს, მთელი ისრაელის ყველა წინამძღოლს, მამისსახლთა თავკაცებს.
1:3გაემართნენ სოლომონი და მასთან ერთად მთელი კრებული იმ გორაკისაკენ, რომელიც გაბაონშია, რადგან იქ იყო ის სადღესასწაულო კარავი, მოსემ, ღვთის მორჩილმა რომ გააკეთა უდაბნოში.
1:4ხოლო ღვთის კიდობანი დავითს კირიათ-იეყარიმიდან ჰქონდა გადატანილი იმ ადგილზე, რომელიც მას მოუმზადა დავითმა, რადგან იერუსალიმში გაშალა მისი კარავი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 1:2
- ნეშტთა შორისა ა 28:1შეყარა დავითმა იერუსალიმში ისრაელის ყველა მთავარი, შტოთა მთავარნი, დასების მთავარნი, მეფის სამსახურში მყოფნი, ათასისთავები, ასისთავები, მეფისა და მისი ძეების მთელი საქონ-საყოლის მოურავები, სახლთუხუცესები და ყველა მაგარი ვაჟკაცი.
- ნეშტთა შორისა ა 27:1ესენი არიან ისრაელიანები, მათი რიცხაის მიხედვით, მამისსახლთა თავკაცები, ათასისთავები, ასისთავები და მათი მზირები, რომელნიც მეფეს ემსახურებოდნენ დასების ყველა საქმეში, მიდი-მოდიოდნენ ყოველთვიურად, წელიწადის ყოველ თვეში. თითოეული დასი ოცდაოთხი ათასისგან შედგებოდა.
- ნეშტთა შორისა ა 24:31მამისსახლთა თავკაცებმა უმცროსი ძმების თანასწორად ყარეს წილი თავიანთი ძმების, აარონიანთა მსგავსად, მეფე დავითის, ცადოკის, ახიმელექის, მღვდლებისა და ლევიანების მამისსახლთა თავკაცების წინაშე.
- ნეშტთა შორისა ა 15:3შეყარა დავითმა მთელი ისრაელი იერუსალიმში, რომ დაესვენებინათ უფლის კიდობანი იმ ადგილზე, რომელიც მისთვის იყო გამზადებული.
- ნეშტთა შორისა ბ 34:29დაგზავნა მეფემ და შეკრიბა მთელი იუდას და იერუსალიმის უხუცესობა.
- ნეშტთა შორისა ბ 34:30ავიდა მეფე უფლის სახლში და მასთან მთელი იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი, მღვდლები, ლევიანები, და მთელი ერი დიდიდან პატარამდე. მათ გასაგონად წაიკითხა უფლის სახლში ნაპოვნი აღთქმის წიგნის ყოველი სიტყვა.
- ნეშტთა შორისა ა 15:12და უთხრა: თქვენა ხართ ლევიანთა მამისსახლების თავკაცები. განიწმიდენით თქვენ და თქვენი მოძმენი და დაასვენეთ უფლის, ისრაელის ღმერთის კიდობანი მისთვის მომზადებულ ადგილას.
- ნეშტთა შორისა ა 29:1უთხრა დავით მეფემ მთელ კრებულს: სოლომონი, ჩემი ძე, რომელიც უფალმა ამოირჩია, ნორჩია და სუსტი, ეს საქმე კი ძალზე დიდია, რადგან ეს შენობა კაცისთვის კი არ არის, არამედ უფლისთვის, ღვთისთვის.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 1
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში