
ნეშტთა შორისა ბ 20:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული. და ხალხსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მტკიცედ მობრუნებული გული თავიანთი მამა-პაპის ღმერთისკენ.
ნეშტთა შორისა ბ 20:33 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 20:33 კონტექსტში
20:31და მეფობდა იოშაფატი იუდაზე. ოცდათხუთმეტი წლისა იყო იოშაფატი, როცა გამეფდა, და ოცდახუთ წელს მეფობდა იერუსალიმში. მისი დედა იყო ყაბუზა, შილხის ასული.
20:32თავისი მამის, ასას გზას ადგა და არ უხვევდა მისგან. სწორად იქცეოდა უფლის თვალში.
20:33ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული. და ხალხსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მტკიცედ მობრუნებული გული თავიანთი მამა-პაპის ღმერთისკენ.
20:34იოშაფატის დანარჩენი საქმენი, პირველნი და უკანასკნელნი, ჩაწერილია იეჰუ ხანანის ძის მატიანეში, რომელიც შეტანილია ისრაელის მეფეთა წიგნში.
20:35ამის შემდეგ იოშაფატ იუდას მეფემ კავშირი შეკრა ახაზიასთან, ისრაელის მეფესთან, რომელიც უკუღმართად იქცეოდა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 20:33
- ნეშტთა შორისა ბ 17:6გული მოიცა უფლის გზებზე და კვლავ მოშალა გორაკები და აშერები იუდაში.
- ნეშტთა შორისა ბ 19:3თუმცაღა კეთილი საქმეებიც აღმოგაჩნდა, რადგან მოსპე აშერები ქვეყნიდან და გული მოამზდე ღვთის საძიებლად.
- ნეშტთა შორისა ბ 12:14ბოროტებას ჩადიოდა, რადგან მთელი გულმოდგინებით არ ეძებდა უფალს.
- მეფეთა ა 7:3ასე უთხრა სამუელმა მთელ ისრაელის სახლს: თუ მთელი გულით მიისწრაფით უფლისკენ, მოიშორეთ უცხო ღმერთები და აშთორეთები; მიმართეთ გულები უფლისაკენ და მხოლოდ მას ემსახურეთ; მაშინ გიხსნით იგი ფილისტიმელთაგან.
- ნეშტთა შორისა ბ 14:3მოშალა უცხო სამსხვერპლოები და გორაკები, შემუსრა კერპები და აჩეხა აშერები.
- ნეშტთა შორისა ბ 30:19უფალმა სახიერმა მიუტევოს ყველას, ვინც განამზადა თავისი გული, რომ მოეძებნა ღმერთი, უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, თუმცა საწმიდარის წესით არ განწმედილა.
- მეორე სთვლისაება 29:4მაგრამ დღემდე არ მოუცია უფალს თქვენთვის გული მისახვედრად, თვალები სახილველად და ყურები სასმენელად.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 20
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში