
ოსეა 14:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განზე წავლენ მისი რტოები, ზეთისხილის ბრწყინვალება ექნება და ლიბანის სურნელი.
ოსეა 14:6 · საქართველოს საპატრიარქო
ოსეა 14:6 კონტექსტში
14:4განვკურნავ მათ განდგომილებისგან და ნებისაებრ შევიყვარებ მათ, რადგან გაივლის ჩემი რისხვა მათდამი.
14:5ვიქნები ცვარი ისრაელისთვის; აყვავდება როგორც შროშანი და ლიბანივით გაიდგამს ფესვებს.
14:6განზე წავლენ მისი რტოები, ზეთისხილის ბრწყინვალება ექნება და ლიბანის სურნელი.
14:7დაბრუნდებიან მის ჩრდილში მსხდომარენი; სიცოცხლეს მიანიჭებენ ხორბალს და ვაზივით აყვავილდებიან; ლიბანის ღვინოსავით გაითქვამს სახელს.
14:8რაღა მესაქმება, ეფრემ, კერპებთან? მე შევიწყნარე და მივხედავ მას; მე ამწვანებული ალვა ვარ, ჩემგან გექნება შენ ნაყოფი.
პარალელური ადგილები: ოსეა 14:6
- ფსალმუნები 52:8ხოლო მე, ვითარცა ამწვანებული ზეთისხე ღმერთის სახლში, ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე.
- ფსალმუნები 80:9გაწმიდე მის წინ ადგილი, გაადგმევინე ფესვები და მან აავსო ქვეყანა.
- ფსალმუნები 80:11ტოტები გაიტანა ზღვამდე და მდინარემდე - ყლორტები თვისი.
- მათეს სახარება 13:31სხვა იგავიც შესთავაზა მათ და უთხრა: ცათა სასუფეველი მსგავსია მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში;
- კორინთელთა მიმართ ბ 2:14მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გვანიჭებს ძლევას ქრისტეს მიერ და ჩვენი მეოხებით ავრცელებს ყველგან თავისი შემეცნების სურნელს;
- კორინთელთა მიმართ ბ 2:15რადგანაც ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, როგორც ხსნის, ისე დაღუპვის გზაზე დამდგართათვის.
- ეზექიელი 31:3აჰა, აშური კედარი იყო ლიბანში, რტომშვენიერი და ჩრდილოვანი ტევრი; ზრომაღალი იყო და ღრუბლებს სწვდებოდა მისი წვეროკინი;
- ეზექიელი 31:10ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი გაიზარდა ტანით და მისწვდა მისი წკეროკინი ღრუბლებს, რაკი გადიდგულდა თავისი სიმაღლით,
განაგრძე კითხვა: ოსეა 14
სრულად წაიკითხე: ოსეა 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში