
იობი 25:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხელმწიფება და შიში მის ხელთაა, ვინც მშვიდობა დაამკვიდრა თავის ზესკნელში.
იობი 25:2 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 25:2 კონტექსტში
25:1მიუგო ბილდად ხუშელმა და უთხრა:
25:2ხელმწიფება და შიში მის ხელთაა, ვინც მშვიდობა დაამკვიდრა თავის ზესკნელში.
25:3თუ აქვს რიცხვი მის მხედრობებს და ვის არ უნათებს მისი ნათელი?
25:4რა გაამართლებს კაცს ღვთის წინაშე და რა განწმედს დიაცის ნაშობს?
პარალელური ადგილები: იობი 25:2
- გამოცხადება 6:16და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ;
- კოლასელთა მიმართ 1:20რათა მისი მეშვეობით, შემოერიგებინა ყოველი და მისი ჯვრის სისხლით დაეცხრო ყველაფერი - მიწიერიც და ზეციერიც.
- იობი 26:5აჩრდილები ძრწიან ქვეშეთში, წყლები და მისი მკვიდრნი.
- იობი 26:14აჰა, მისი გზების კიდეები! რა ჩურჩული გვსმენია მისგან? ვინ გაიგებს მისი ძლიერების გრგვინვას?
- ეფესელთა მიმართ 1:20რომლითაც იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა და მარჯვნივ დაისვა ცაში,
- ეფესელთა მიმართ 1:21ყველა მთავრობასა თუ ხელმწიფებაზე, ყველა ძალსა თუ უფლებაზე, ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც;
- ნეშტთა შორისა ა 29:11შენია, უფალო, დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება, ისევე როგორც ყოველივე ცაზე და ქვეყანაზე. შენია უფალო, მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ მთავრად.
- ნეშტთა შორისა ა 29:12სიმდიდრე და დიდება შენგან მოდის, შენ განაგებ ყოველივეს, შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელშია ყოველივეს განდიდება და განმტკიცება.
განაგრძე კითხვა: იობი 25
სრულად წაიკითხე: იობი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში