
იობი 27:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვენ თვითონ გინახავთ ყველას და რად გინდათ ფუჭი ლაპარაკი?
იობი 27:12 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 27:12 კონტექსტში
27:10ყოვლადძლიერის სასოება ექნება, ღვთის ხსენებაში იქნება გამუდმებით?
27:11მე გასწავლით თქვენ, რა არის ღვთის ხელი, და რაც ყოვლადძლიერთან არის, არ დავმალავ.
27:12თქვენ თვითონ გინახავთ ყველას და რად გინდათ ფუჭი ლაპარაკი?
27:13ასეთია ბოროტი კაცის წილი ღმერთთან და მჩაგვრელთა ხვედრი, ყოვლადძლიერისგან რომ ერგებათ.
27:14თუ შვილები გაუმრავლდება, მხოლოდ მახვილისთვის, და მისი შთამომავლობა პურით ვერ გაძღება.
პარალელური ადგილები: იობი 27:12
- იობი 26:2როდის შეწევნიხარ უძლურს? როდის აგიპყრია მკლავი უმწეოსთვის?
- იობი 26:4ვისით გითქვამს სიტყვა და ვისი სული გამოდიოდა შენგან?
- ეკლესიასტე 9:1ეს ყოველივე გულში ჩავიდევი და გამოვიკვლიე ეს ყველაფერი, რომ მართალნი, ბრძენნი და მათი ნამოქმედარნი ღვთის ხელთაა; არც სიყვარული, არც სიძულვილი არ უწყის კაცმა და არც სხვა რამე, რაც მის წინაა.
- ეკლესიასტე 9:3უბედურებაა მზისქვეშეთში, რომ ყველას ერთი ხვედრი აქვს; ადამის ძეთა გულებიც აღსავსეა სიბოროტით და სიშლეგეა მათ გულებში, ვიდრე ცოცხლობენ; ამის შემდგომ კი მკვდრებში გადავლენ.
- იობი 21:28რადგან ამბობთ: სად არის ქველი კაცის სახლი და სად არის ბოროტეულთა კარავ-სადგომიო?
- იობი 21:30დაღუპვის დღეს დაცულია ბოროტი კაცი, გარიდებულია რისხვის დღეს.
- იობი 13:4თქვენ კი სიცრუის მთხზველები ხართ, უვარგისი მკურნალნი ხართ ყველანი.
- იობი 13:9მოგეწონებათ, რომ გამოგჩხრიკოთ? ისე მოატყუებთ, როგორც ადამიანები ტყუვდებიან?
განაგრძე კითხვა: იობი 27
სრულად წაიკითხე: იობი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში