
ფსალმუნი 147:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოავლენს თავის სიტყვას და დაადნობს მათ; დაუბერავს თავის ქარს და გადმოდინდება წყალი.
ფსალმუნი 147:18 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 147:18 კონტექსტში
147:16წარმოგზავნის თოვლს მატყლივით, თრთვილს ფერფლით მიმოფანტავს.
147:17გადმოუშვებს სეტყვას პურის ნატეხებივით, მის სუსხს ვინ დაუდგება წინ?
147:18მოავლენს თავის სიტყვას და დაადნობს მათ; დაუბერავს თავის ქარს და გადმოდინდება წყალი.
147:19ამცნო თავისი სიტყვა იაკობს, წესები და სამართალნი თვისნი - ისრაელს.
147:20არ უქნია ეს არცერთი სხვა ერისათვის და მისი სამართალნი არ იციან მათ. ადიდეთ უფალი!
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 147:18
- ფსალმუნები 147:15ვინც წარმოავლენს თავის სიტყვას დედამიწაზე, ანაზდეულად გაიქცევა ნათქვამი მისი.
- ფსალმუნები 33:9რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს.
- იობი 37:10ღვთის სუნთქვა ბადებს ყინულს და წყალთა სიფართე ვიწროვდება;
- იობი 6:16ყინულისგან ჩაშავებულნი, მათ ქვეშ თოვლი იმალება.
- იობი 6:17გადნებიან და გაქრებიან; დააცხუნებს და ადგილზევე აორთქლდებიან,
- იობი 37:17თუ იცი, რატომ ხურდება შენი სამოსელი, როცა მყუდროვდება ქვეყანა სამხრეთის ქარში?
- ფსალმუნები 107:20მოუვლინა სიტყვა თვისი და განკურნა ისინი, და იხსნა მოსპობისაგან.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 147
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 147 · გახსენი ბიბლიის მკითხველში