
იესო ნავეს ძე 13:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მხოლოდ ლევის შტოსთვის არ მიუცია წილი უფლისადმი, ისრაელის ღვთისადმი, შეწირული მსხვერპლია მისი წილი, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის.
იესო ნავეს ძე 13:14 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 13:14 კონტექსტში
13:12ყოგის მთელი სამეფო ბაშანში, რომელიც მეფობდა ყაშთაროთსა და ედრეიში. ის უკანასკნელი იყო რეფაიმთაგან, რომლებიც დაამარცხა მოსემ და აჰყარა.
13:13მაგრამ გეშურელები და მაყაქათელები არ აუყრიათ ისრაელიანებს და დღემდე ისრაელიანთა შორის ცხოვრობენ გეშური და მაყაქათი.
13:14მხოლოდ ლევის შტოსთვის არ მიუცია წილი უფლისადმი, ისრაელის ღვთისადმი, შეწირული მსხვერპლია მისი წილი, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის.
13:15დაურიგა მოსემ რეუბენიანთა შტოს მათი საგვარეელოებისდამიხედვით.
13:16ერგოთ ადგილები ყაროყერიდან მოკიდებული არნონის ხევის გაყოლებაზე, ქალაქი ხევის შუაწელზე, მედბას მთელი ვაკე.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 13:14
- რიცხვთა 18:20უთხრა უფალმა აარონს: მათ ქვეყანაში ვერაფერს დაიმკვიდრებ და არ გექნება წილი მათ შორის. მე ვარ შენი წილი და შენი სამკვიდრო ისრაელიანთა შორის.
- რიცხვთა 18:24რადგან ლევიანებს სამკვიდროდ ისრაელიანთა მეათედი მივეცი, რომელსაც ღალად უხდიან უფალს; ამიტომ ვუთხარი მათ: ისრაელიანთა შორის ვერ დაიმკვიდრებთ-მეთქი სამკვიდროს.
- იესო ნავეს ძე 14:3რადგან ორ შტოსა და ნახევარ შტოს იორდანეს გაღმა მისცა მოსემ სამკვიდრო; ხოლო ლევიანთათვის არ მიუცია სამკვიდრო ამათ შორის.
- იესო ნავეს ძე 14:4. ეს იმიტომ, რომ იოსების სახლიდან ორი შტო იყო გამოსული: მენაშე და ეფრემი. არ მიუციათ ლევიანებისთვის წილი მიწაზე, არამედ მხოლოდ ქალაქები მისცეს საცხოვრებლად და მათი შემოგარენი საქონლისა და სხვა სარჩო-საბადებლისთვის.
- მეორე სთვლისაება 18:1არ ექნებათ ლევიან მღვდლებს, ლევიანთა მთელ შტოს, წილი და სამკვიდრო ისრაელთან; საუფლო მსხვერპლი და მისი სამკვიდრო უნდა ჭამონ.
- მეორე სთვლისაება 18:2სამკვიდრო არ ექნება თავის მოძმეთა წიაღში; თავად უფალია მისი სამკვიდრო, როგორც ნათქვამი აქვს მისთვის.
- მეორე სთვლისაება 10:9ამიტომაც არა აქვთ ლევიანებს წილი და სამკვიდრო თავის მოძმეებთან. თავად უფალია მათი სამკვიდრო, როგორც უთხრა მას უფალმა, შენმა ღმერთმა.
- მეორე სთვლისაება 12:19იცოდე, არ მიატოვო ლევიანი, რამდენ ხანსაც იცხოვრებ შენს მიწაზე.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 13
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში