
მსაჯულნი 16:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კალთაში ჩააძინა იგი დალილამ, კაცი იხმო და მისი თმის შვიდივე კოწოლი მოაპარსვინა. იწყო სამსონმა დასუსტება, გამოეცალა თავისი დიდი ძალა.
მსაჯულნი 16:19 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 16:19 კონტექსტში
16:17გამოუტყდა და უთხრა: სამართებელი არ გაჰკარებია ჩემს თავს, რადგან დედის მუცლიდან ღვთის მოწმიდარი ვარ. თავი რომ გადამპარსონ, ძალა გამომეცლება, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები.
16:18დაინახა დალილამ, რომ მან გული გადაუხსნა. შეუთვალა ფილისტიმელთა მთავრებს: ახლა კი ამოდით, გამომიტყდა. ამოვიდნენ ფილისტიმელთა მთავრები და ვერცხლიც ამოუტანეს.
16:19კალთაში ჩააძინა იგი დალილამ, კაცი იხმო და მისი თმის შვიდივე კოწოლი მოაპარსვინა. იწყო სამსონმა დასუსტება, გამოეცალა თავისი დიდი ძალა.
16:20უთხრა დალილამ: ფილისტიმელები მოდიან შენზე, სამსონ! გამოეღვიძა და იფიქრა: ავდგები და წინანდებურად დავიხსნიო თავს. მაგრამ არ იცოდა, რომ ღმერთმა პირი იბრუნა მისგან.
16:21შეიპყრეს ფილისტიმელებმა და თვალები დასთხარეს. ჩაიყვანეს ღაზაში, სპილენძის ხუნდები დაადეს და იყო სატუსაღოში მეხელსაფქვავედ.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 16:19
- იგავესნი 7:21შეაცდინა თავისი ლაქლაქით, ლაქარდიანი ენით შეიტყუა.
- იგავესნი 7:23ვიდრე ისარს არ გაუგლეჯია მისი ღვიძლი; როგორც ფრინველი, ხაფანგისკენ რომ ისწრაფვის და არ იცის, რომ სიცოცხლეს წააგებს.
- იგავესნი 7:26რადგან ბევრი დაეცა მისგან სასიკვდილოდ, ბევრი ძლევამოსილია მისგან დახოცილი.
- იგავესნი 7:27მისი სახლი შავეთის გზაა, სიკვდილის სამყოფელში ჩამავალი.
- იგავესნი 23:33შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ოლაპარაკებს.
- იგავესნი 23:34შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით.
- ეკლესიასტე 7:26მივხვდი, სიკვდილზე მწარეა დიაცი, მახე და ბადეა მისი გული, ბორკილებია ხელები მისი; ღვთის სათნო გადაურჩება, ხოლო ცოდვილი მისგან დატყვევდება.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 16
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში