
ლევიანი 9:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიშვირა ხელი აარონმა ერისკენ და დალოცა ისინი, და ჩამოვიდა ძირს, როცა მორჩა ცოდვის გამოსასყიდს, აღსავლენს და სამადლობელ მსხვერპლს.
ლევიანი 9:22 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 9:22 კონტექსტში
9:20დაადეს ქონები მკერდს და დაწვა ქონები სამსხვერპლოზე.
9:21მკერდი და მარჯვენა ბეჭი შეარხია აარონმა შესარხეველად უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსეს.
9:22გაიშვირა ხელი აარონმა ერისკენ და დალოცა ისინი, და ჩამოვიდა ძირს, როცა მორჩა ცოდვის გამოსასყიდს, აღსავლენს და სამადლობელ მსხვერპლს.
9:23შევიდნენ მოსე და აარონი სადღესასწაულო კარავში, გამოვიდნენ და დალოცეს ერი. მაშინ გამოეცხადა მთელს ერს უფლის დიდება.
9:24გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შეჭამა სამსხვერპლოზე დაწყობილი აღსავლენი და ქონები. იხილა მთელმა ერმა. აღმოხდათ სიხარულის ხმა და პირქვე დაემხნენ.
პარალელური ადგილები: ლევიანი 9:22
- ლუკას სახარება 24:50და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე, აღაპყრო ხელნი და აკურთხა ისინი.
- მეორე სთვლისაება 21:5მოდგენ ლევიანი მღვდლები (რადგან ისინი აირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ემსახურონ მას და აკურთხონ უფლის სახელით, მათი პირით წყდება ყოველი დავა და ზარალის საქმე)
- რიცხვთა 6:23უთხარი აარონს და მის შვილებს: ასე აკურთხეთ ისრაელიანები, უთხარით მათ:
- რიცხვთა 6:27დასდონ ჩემი სახელი ისრაელიანებზე და მე ვაკურთხებ მათ.
- მეორე სთვლისაება 10:8იმჟამად გამოაცალკევა უფალმა ლევიანთა შტო, რომ ეტარებინათ უფლის აღთქმის კიდობანი, მდგარიყვნენ უფლის წინაშე, ემსახურათ მისთვის და ეკურთხებინათ მისი სახელით, როგორც დღევანდლამდეა.
- ნეშტთა შორისა ბ 6:3პირი ხალხისკენ იბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის კრებული. ფეხზე იდგა მთელი ისრაელის კრებული.
- მარკოზის სახარება 10:16მოეხვია, ხელი დაადო და დალოცა ისინი.
- მოციქულთა საქმენი 3:26თავისი მსახური რომ აღადგინა, ღმერთმა პირველად თქვენ მოგივლინათ იგი, რათა ეკურთხებინეთ და ბოროტებისაგან განერიდებინა თითოეული თქვენგანი.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 9
სრულად წაიკითხე: ლევიანი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში