
ლუკას სახარება 4:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივიდა ნაზარეთს, სადაც აღზრდილიყო, და როგორც სჩვეოდა, შაბათ დღეს შევიდა მათს სინაგოგაში და წასაკითხად დადგა.
ლუკას სახარება 4:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-11 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 4:16 კონტექსტში
4:14დაბრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში; და მოედო მისი ამბავი მთელ არე-მარეს.
4:15და ასწავლიდა მათს სინაგოგებში, განდიდებული ყველას მიერ.
4:16მივიდა ნაზარეთს, სადაც აღზრდილიყო, და როგორც სჩვეოდა, შაბათ დღეს შევიდა მათს სინაგოგაში და წასაკითხად დადგა.
4:17მიაწოდეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნი: გადაშალა წიგნი და იპოვა ადგილი. სადაც ეწერა:
4:18სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად,
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 4:16
- მათეს სახარება 2:23მივიდა და დაესახლა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაზარეთი, რათა აღსრულებულიყო თქმული წინასწარმეტყველთა მიერ: ნაზარეველად იწოდებისო.
- მოციქულთა საქმენი 17:2პავლე, ჩვეულებისამებრ, შევიდა მათთან და სამ შაბათს ელაპარაკებოდა წერილიდან;
- მარკოზის სახარება 6:1წამოვიდა იქიდან და მოწაფეების თანხლებით მივიდა თავის მამულში.
- მარკოზის სახარება 6:3განა ხურო არ არის, მარიამის ძე და იაკობის, იოსეს, იუდასა და სიმონის ძმა? მისი დებიც ხომ აქვე არიან, ჩვენ შორის? და ცდებოდნენ მასში.
- მოციქულთა საქმენი 13:14ხოლო ისინი პერგედან პისიდიის ანტიოქიას მიადგნენ, შაბათ დღეს შევიდნენ სინაგოგაში და დასხდნენ.
- მოციქულთა საქმენი 13:16წამოდგა პავლე, ხელით ანიშნა ხალხს, დაჩუმდითო, და თქვა: მისმინეთ!
- მათეს სახარება 13:54მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა?
- მათეს სახარება 13:55განა ხუროს შვილი არ არის? განა დედამისს მარიამი არა ჰქვია, ხოლო მის ძმებს - იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა?
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 4
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში