
მათეს სახარება 14:35 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და იცნეს იგი იქაურებმა, ხალხი დაგზავნეს მთელ მხარეში და მიჰგვარეს ყველა სნეული.
მათეს სახარება 14:35 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 4 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 7 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 14:35 კონტექსტში
14:33ხოლო ნავში მყოფნი მიეახლნენ, თაყვანი სცეს და უთხრეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე ხარ შენ.
14:34ასე გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მხარეს.
14:35და იცნეს იგი იქაურებმა, ხალხი დაგზავნეს მთელ მხარეში და მიჰგვარეს ყველა სნეული.
14:36ევედრებოდნენ, ხელი შეგვახებინე შენი სამოსის კალთისთვისო; და ვინც შეახო, განიკურნა.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 14:35
- მათეს სახარება 4:24და მოედო მისი ამბავი მთელ სირიას: მოჰყავდათ მასთან უძლურნი, სხვადასხვა სენითა და ჭირით სნეულნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი და დავრდომილნი, და კურნავდა მათ.
- მათეს სახარება 4:25და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.
- მარკოზის სახარება 6:55შემოირბინეს მთელი ეს მხარე, და ყველგან, სადაც კი ესმოდათ, აქ არისო, სარეცლებით მიჰყავდათ მასთან სნეულნი.
- მარკოზის სახარება 3:8იერუსალიმიდან, იდუმეიდან და იორდანეს გაღმიდან. ტიროსისა და სიდონის მხარის მცხოვრებთაც შეიტყეს მისი საქმენი, და მრავალი მივიდა მასთან.
- მარკოზის სახარება 3:10ვინაიდან მრავალი განეკურნა: ასე რომ, ყველა სნეული აწყდებოდა, რათა შეხებოდა მას.
- მარკოზის სახარება 1:28და მალე მისი ამბავი კიდით-კიდემდე მოედო მთელი გალილეის მხარეს.
- მარკოზის სახარება 1:34მრავალი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისაგან, მრავალი ეშმაკი განდევნა და არა რთავდა ეშმაკებს იმის თქმის ნებას, რომ ისინი იცნობდნენ მას.
- მარკოზის სახარება 2:1რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ შევიდა კაპერნაუმში; და გავარდა ხმა: შინ არისო.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 14
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში