
იგავესნი 14:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიბრძნე გონიერ გულშია დავანებული და უგუნურთა შორისაც ხდება საცნაური.
იგავესნი 14:33 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 12 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის ორშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 14:33 კონტექსტში
14:31ღარიბის მჩაგვრელი თავის შემოქმედს შეურაცხყოფს, მათხოვრის მწყალობელი კი უფლის მადიდებელია.
14:32ბოროტეული თავისი უკეთურების გამო მოიკვეთება, მართალი კი სიკვდილშიც სასოებას ჰპოვებს.
14:33სიბრძნე გონიერ გულშია დავანებული და უგუნურთა შორისაც ხდება საცნაური.
14:34სიმართლე აღაზევებს ერს, ხალხთა სირცხვილი კი მათი ცოდვაა.
14:35მეფის წყალობა - გონიერ მონას, მისი წყრომა კი - სირცხვილეულს. -
პარალელური ადგილები: იგავესნი 14:33
- იგავესნი 12:16ბრიყვი წამში ამხელს თავის გაბრაზებას, გონიერი კი მალავს წყენას.
- იგავესნი 15:28მართლის გული პასუხს წონის, ბოროტეულთა პირიდან კი სიავე გადმოდის.
- იგავესნი 13:16ყველა საზრიანი გონივრულად იქცევა, ბრიყვი კი ემეცრებას ამხელს.
- ეკლესიასტე 10:3სადაც არ უნდა წავიდეს ბრიყვი, ბრიყვადვე რჩება, ყველას ეუბნება, რომ ბრიყვია.
- იგავესნი 29:11ბრიყვს მთელი სული გარეთ გამოაქვს, ბრძენი კი შიგნით დევნის მას.
- იგავესნი 12:23საზრიანი კაცი ცოდნას მალავს, უმეცართა გული კი სისულელეს როშავს.
- იგავესნი 15:2ბრძენთა ენა კეთილ ცოდნას იძლევა, უმეცართა პირი კი სისულელეს როშავს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 14
სრულად წაიკითხე: იგავესნი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში