
იგავესნი 15:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მართლის სახლში დიდძალი განძია, ბოროტეულის მონახვეჭში კი - მწუხარება.
იგავესნი 15:6 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 15:6 კონტექსტში
15:4ტკბილი ენა სიცოცხლის ხეა, ცბიერი კი სულის შემუსვრა.
15:5უმეცარს მამის შეგონება ეჯავრება, მხილების ყურადმღები კი საზრიანია.
15:6მართლის სახლში დიდძალი განძია, ბოროტეულის მონახვეჭში კი - მწუხარება.
15:7ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ, ბრიყვთა გული კი ასეთი არ არის.
15:8ბოროტეულის მსხვერპლი სიბილწეა უფლის წინაშე, წრფელთა ლოცვა კი სათნოა მისთვის.
პარალელური ადგილები: იგავესნი 15:6
- იგავესნი 8:21რათა დავამდიდრო ჩემი მოყვარულნი და ავუვსო საგანძურები.
- იგავესნი 21:20ძვირფასი განძი და ნელსაცხებელია ბრძენის სამყოფელში, ბრიყვი კაცი კი აჩანაგებს მათ.
- იგავესნი 10:22უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას.
- ფსალმუნები 112:3სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში და მისი სიმართლე მარადიულია.
- იგავესნი 16:8უკეთესია მცირედი, ოღონდ სიმართლით, ვიდრე დიდძალი მოგება უსამართლობით.
- ებრაელთა მიმართ 11:26ქრისტესავით გმობა უფრო დიდ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის მთელი სიმდიდრე, რადგანაც ხედავდა საზღაურს.
- იობი 20:19რადგან ჩაგრავდა, არ ახსოვდა ღარიბ-ღატაკები, ძარცვავდა სახლებს, რომლებიც არ უშენებია;
- იობი 20:23მუცლის ამოსავსებად თავისი რისხვის ცეცხლს ჩამოუგზავნის და საჭმელად აწვიმებს მასზე;
განაგრძე კითხვა: იგავესნი 15
სრულად წაიკითხე: იგავესნი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში