
იგავესნი 28:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თავისი მიწის მუშაკი პურით დანაყრდება, ხოლო ვინც ამაოდ ირჯება, სიღარიბით დანაყრდება.
იგავესნი 28:19 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 28:19 კონტექსტში
28:17კაცის სისხლით დამძიმებული კაცი სამარემდე სირბილში იქნება, რათა არ შეიპყრონ.
28:18უმწიკვლოდ მავალი კაცი გადარჩება, მრუდე გზებით მავალი კი, ერთხელაც იქნება, დაეცემა.
28:19თავისი მიწის მუშაკი პურით დანაყრდება, ხოლო ვინც ამაოდ ირჯება, სიღარიბით დანაყრდება.
28:20ერთგულ კაცზე ბევრი კურთხევაა, ხოლო ვინც გამდიდრებას ესწრაფვის, დაუსჯელი ვერ გადარჩება.
28:21პირმოთნეობა არ არის კარგი: ასეთი კაცი ლუკმა პურისთვისაც კი ცოდვას ჩაიდენს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 28:19
- იგავესნი 12:11თავისი მიწის მუშაკი პურით გაძღება, ჭკუათხელი კი ამაოთა მდევნელია.
- ლუკას სახარება 15:12უმცროსმა უთხრა მამას: მამა, მომეცი ჩემი წილი, რომელიც მერგება სამკვიდრებლიდან. და გაუყო მათ თავისი ქონება.
- ლუკას სახარება 15:17გონს რომ მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს თავზე საყრელადა აქვს პური და მე კი აქ შიმშილით ვკვდები.
- იგავესნი 27:23კარგად უნდა იცოდე შენი ფარის ამბავი და ყურს უგდებდე შენს ნახირს.
- იგავესნი 27:27უხვად გექნება თხის რძე შენს საზრდოდ, შენი სახლის საზრდოდ და შენი მხევლების სარჩენად.
- მსაჯულნი 9:4მისცეს ბაალ-ბერითის სახლიდან სამოცდაათი ვერცხლი. დაიქირავა ამით უღირსი და თავზეხელაღებული ხალხი, რომელიც გაჰყვა მას.
- იგავესნი 23:20ნუ იქნები ღვინის მსმელებსა და ხორცის მთქვლეფავებს შორის;
- იგავესნი 23:21რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 28
სრულად წაიკითხე: იგავესნი 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში