
ფსალმუნი 134:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ზეაღაპყარით თქვენი ხელი სიწმიდისაკენ და აკურთხეთ უფალი.
ფსალმუნი 134:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 134:2 კონტექსტში
134:1გალობა აღსავალთა. აჰა, ადიდეთ უფალი, ყოველნო მსახურნო უფლისა, რომელნიც უფლის სახლში დგახართ ღამღამობით.
134:2ზეაღაპყარით თქვენი ხელი სიწმიდისაკენ და აკურთხეთ უფალი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 134:2
- ფსალმუნები 28:2ისმინე ჩემი მუდარის ხმა, როცა მოგიხმობ, როცა ხელებს ავწევ შენი წმიდა ტაძრისაკენ.
- ფსალმუნები 63:4ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.
- ტიმოთეს მიმართ ა 2:8ამიტომ ჩემი სურვილია, ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ თავიანთ წმიდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე.
- ფსალმუნები 141:2წარიმართოს ჩემი ლოცვა საკმევლად შენ წინაშე, ხელთა აღპყრობა - შესაწირავად მწუხრის ჟამისა.
- გლოვა იერემიასი 3:41ხელებით აღვმართოთ ჩვენი გული ცაში უფლისადმი:
- გლოვა იერემიასი 2:19ადექი, იღაღადე ღამით, ყოველ სახმილავზე, წყალივით დაღვარე შენი გული უფლის წინაშე; გაიწოდე ხელები მისკენ შენი ჩვილების სიცოცხლისთვის, შიმშილით რომ იხოცებიან გზაჯვარედინებზე.
- ფსალმუნები 63:2ასე გიხილე წმიდაში, რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება შენი.
- ფსალმუნები 26:6ხელებს დავიბან უბიწოებით და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 134
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 134 · გახსენი ბიბლიის მკითხველში