
ფსალმუნი 119:133 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს.
ფსალმუნი 119:133 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:133 კონტექსტში
119:131პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენნი.
119:132მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერება შენი სახელის მოყვარულთ.
119:133ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს.
119:134გადამარჩინე ადამიანის ჩაგვრისაგან, და დავიცავ შენს ბრძანებებს.
119:135შენი სახე მოაშუქე შენს მორჩილს და მასწავლე წესები შენი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:133
- ფსალმუნები 17:5გაამაგრე ჩემი ნაბიჯები შენს გზაზე, დაე, არ გადაუხვიონ ჩემმა ტერფებმა.
- ფსალმუნები 19:13ბოროტთაგანც განაშორე მორჩილი შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწაკვლო შევიქმნები და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას.
- ფსალმუნები 119:116შემეწიე შენი სიტყვისამებრ და ვიცოცხლო, და ნუ გამიწბილებ ჩემს იმედს.
- ფსალმუნები 32:8გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე.
- რომაელთა მიმართ 6:12მაშ, ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის ვნებებს.
- რომაელთა მიმართ 6:14ვეღარ გეუფლებათ ცოდვა, ვინაიდან რჯულის ქვეშ კი არა ხართ, არამედ მადლის ქვეშ.
- მეფეთა ა 2:9თავის წმიდათა ნაბიჯებს იცავს, უკეთურები ბნელში ინთქმებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ მაგრობს კაცი.
- ფსალმუნები 121:3არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ წათვლემს დამცველი შენი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში