
ფსალმუნი 35:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო ჩემი მარცხის ჟამს ხარობდნენ და იკრიბებოდნენ; იკრიბებოდნენ ჩემ წინააღმდეგ სულმდაბალნი და არ ვიცოდი - რატომ; სულს მიგლეჯდნენ და არ მეშვებოდნენ.
ფსალმუნი 35:15 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 35:15 კონტექსტში
35:13ხოლო მე მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთან ბრუნდებოდა.
35:14როგორც მეგობრის, როგორც ჩემი ძმის მიმართ, ისე ვიქცეოდი; მგლოვიარე დედასავით თავჩაღუნული ვიარებოდი.
35:15ხოლო ჩემი მარცხის ჟამს ხარობდნენ და იკრიბებოდნენ; იკრიბებოდნენ ჩემ წინააღმდეგ სულმდაბალნი და არ ვიცოდი - რატომ; სულს მიგლეჯდნენ და არ მეშვებოდნენ.
35:16პირფერული მანჭვა-დაცინვით აღრჭენდნენ კბილებს ჩემ წინააღმდეგ.
35:17უფალო, რამდენს უყურებ? დამიბრუნე ჩემი სული მათი გაპარტახებისგან, ლომის ბოკვერებისგან - მხოლოდშობილი ჩემი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 35:15
- ფსალმუნები 7:2რათა არ დაგლიჯოს, ვითარცა ლომმა, სული ჩემი, დალეწოს და არ იყოს მხსნელი.
- მარკოზის სახარება 14:65ზოგიერთებმა დაუწყეს ფურთხება, სახეს უფარავდნენ, ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე. მსახურები კი ყვრიმალში სცემდნენ მას.
- იგავესნი 17:5ვინც საპყარს დასცინის, მის შემოქმედს შეურაცხყოფს; ვინც უბედურებაზე იცინის, სასჯელს ვერ გადაურჩება.
- იგავესნი 24:17ნუ ხარობ შენი მტრის დაცემით და მისი წაბორძიკებით ნუ ილხენს შენი გული,
- იგავესნი 24:18თორემ უფალი დაინახავს და ბოროტებად შერაცხავს, თავის რისხვას შენზე მოაქცევს.
- იერემია 20:10რადგან მესმის ბრბოსგან ცილისწამება და მუქარა ირგვლივ: დაასმინეთ და ჩვენც დავასმენთ. ჩემი მოზავენი, ჩემს დაღუპვას დადარაჯებულნი, ამბობენ: იქნებ ცდუნებაში ჩავარდეს, მაშინ ვძლევთ მას და შურს ვიძიებთო.
- მათეს სახარება 27:39ხოლო გამვლელნი აგინებდნენ, თავებს აქნევდნენ
- მათეს სახარება 27:44მის გვერდით ჯვარცმული ავაზაკნი ასევე აგინებდნენ მას.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 35
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში