
ფსალმუნი 36:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუ მოაღწევს ჩემთან ფეხი ამპარტავნისა და ხელი ბოროტთა ნუ გამდევნის მე.
ფსალმუნი 36:11 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 36:11 კონტექსტში
36:9რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა. შენი შუქით ვხედავთ სინათლეს.
36:10მოჰფინე წყალობა შენი შენს მაღიარებლებს და სიმართლე შენი - გულწრფელებს.
36:11ნუ მოაღწევს ჩემთან ფეხი ამპარტავნისა და ხელი ბოროტთა ნუ გამდევნის მე.
36:12იქ დაეცნენ მოქმედნი უსამართლობისა, დავარდნენ და აღარ ძალუძთ წამოდგომა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 36:11
- ფსალმუნები 16:8წარმოვიდგენ უფალს ჩემ პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემ მარჯვნივ არის, არ დავეცემი.
- ფსალმუნები 123:3შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე, რადგან მეტისმეტად გავძეხით სიძულვილით.
- ფსალმუნები 123:4საკმაოდ გაძღა ჩვენი სული უზრუნველთა დაცინვით და ამპარტავანთა სიძულვილით.
- ფსალმუნები 119:51ამპარტავანნი დამცინოდნენ მეტისმეტად; შენი რჯულიდან არ გადამიხვევია.
- ფსალმუნები 119:122გამოესარჩლე შენს მორჩილს სასიკეთოდ, რომ დამჩაგრონ ამპარტავნებმა.
- ფსალმუნები 17:8შემინახვ თვალისჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე.
- ფსალმუნები 17:14იმ კაცებისაგან - შენი ხელით, უფალო, ამქვეყნიური კაცებისაგან, რომელთაც წილი სიცოცხლეში აქვთ, რომელთა მუცლებს ავსებ შენი საგანძურებიდან; რათა გაძღნენ მათი შვილები და ნარჩენი თავიანთ ბავშვებს დაუტოვონ.
- ფსალმუნები 119:69ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 36
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში