
ფსალმუნი 69:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგანაც შენი გულისათვის მივიღე ლანძღვა, სირცხვილმა დაფარა ჩემი სახე.
ფსალმუნი 69:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 69:7 კონტექსტში
69:5ღმერთო, შენ უწყი ჩემი უვიცობა და ჩემი დანაშაული დაფარული არ არის შენგან.
69:6ნუ შერცხვებიან ჩემ გამო შენი მოიმედენი, უფალო, ღმერთო ძალთა; ნუ გაწბილდებიან ჩემ გამო, ვინც შენ გეძებს, ღმერთო ისრაელისა.
69:7რადგანაც შენი გულისათვის მივიღე ლანძღვა, სირცხვილმა დაფარა ჩემი სახე.
69:8შორეული გავხდი ჩემი ძმებისათვის და უცხო - დედაჩემის შვილთათვის.
69:9რადგან შენი სახელის შურმა დამღრღნა მე და შენთა მლანძღველთა ლანძღვა დამატყდა თავს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 69:7
- ფსალმუნები 44:22ხოლო შენი გულისათვის გვკლავდნენ ყოველდღე, მივაჩნდით დასაკლავ ცხვრად.
- იერემია 15:15შენ იცი, უფალო, გამიხსენე და მომხედე, გაუსწორდი ჩემს მდევრებს. ნუ დამღუპავს შენი სულგრძელობა; იცოდე, შენი გულისთვის ვითმენ დამცირებას.
- ესაია 50:6ზურგი მქონდა მიშვერილი ჩემი მცემელისთვის და ყბები - წვერების მგლეჯელისთვის; არ დამიფარავს პირისახე დამცირებისგან და ფურთხებისგან.
- ებრაელთა მიმართ 12:2თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.
- იოანე 15:21ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს.
- იოანე 15:24რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც.
- მათეს სახარება 27:38მაშინ ჯვარს აცვეს მასთან ერთად ორი ავაზაკი, ერთი მარჯვნივ და მეორე მარცხნივ.
- მათეს სახარება 27:44მის გვერდით ჯვარცმული ავაზაკნი ასევე აგინებდნენ მას.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 69
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 69 · გახსენი ბიბლიის მკითხველში