
ფსალმუნი 99:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აღამაღლეთ უფალი ღმერთი ჩვენი და თაყვანი ეცით მის ფეხთა საყრდენს - წმიდაა იგი.
ფსალმუნი 99:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 99:5 კონტექსტში
99:3განადიდებენ შენს სახელს, დიდსა და საშიშს, წმიდაა იგი.
99:4და სიძლიერეს მეფისას სამართალი უყვარს; შენ დაამკვიდრე სისწორე; სამართალი და სიმართლე შენ სრულჰყავი იაკობში.
99:5აღამაღლეთ უფალი ღმერთი ჩვენი და თაყვანი ეცით მის ფეხთა საყრდენს - წმიდაა იგი.
99:6მოსე და აარონი მის მღვდელთა შორის და სამუელი მისი სახელის მხმობელთა შორის - მოუხმობენ უფალს და ის უპასუხებს მათ.
99:7ღრუბლის სვეტიდან ელაპარაკა მათ; დაიცვეს მისი მითითებანი და წესდება, მათთვის მიცემული.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 99:5
- ფსალმუნები 132:7მივიდეთ მის სადგომებში, თაყვანი ვცეთ მის ფეხთა საყრდენს.
- ფსალმუნები 108:5ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო, და მთელ ქვეყნიერებას გასწვდეს დიდება შენი.
- ესაია 66:1ასე ამბობს უფალი: ცა ტახტია ჩემი და ქვეყანა კვარცხლბეკი ჩემი. სად არის სახლი, რომელსაც მიშენებთ მე და სად არის ადგილი, ჩემი დასავანებელი?
- გამოსვლა 15:2ჩემი ძალი და დიდებაა უფალი, მხსნელად მყავდა იგი; ჩემი ღმერთია და მას ვაქებ; მამაჩემის ღმერთია და მას ვადიდებ.
- ფსალმუნები 34:3ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად და განვადიდოთ მისი სახელი ერთობლივად.
- ესაია 25:1უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩემი! შენ გადიდებ და შენს სახელს ვმადლობ, რადგან შენ მოიმოქმედე საკვირველებანი - ძველი განგებანი, მტკიცე და სარწმუნო.
- ესაია 12:4იტყვით იმ დღეს: მადლობდეთ უფალს, ახსენებდეთ მის სახელს, აცხადებდეთ მის საქმეებს ხალხებში, გაახსენებდეთ რომ მაღალია მისი სახელი.
- ფსალმუნები 99:3განადიდებენ შენს სახელს, დიდსა და საშიშს, წმიდაა იგი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 99
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 99 · გახსენი ბიბლიის მკითხველში