
ქებათა ქება 7:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მობრუნდი, მობრუნდი, სულამით, მობრუნდი, მობრუნდი, რომ გიცქერდეთ შენ! რად უცქერით სულამითს როგორც მახანაიმის ფერხისაის?
ქებათა ქება 7:1 · საქართველოს საპატრიარქო
ქებათა ქება 7:1 კონტექსტში
7:1მობრუნდი, მობრუნდი, სულამით, მობრუნდი, მობრუნდი, რომ გიცქერდეთ შენ! რად უცქერით სულამითს როგორც მახანაიმის ფერხისაის?
7:2როგორ გამშვენდნენ შენი ფეხები შენს ხამლებში: ზეპურო ასულო! თეძოთა სიმრგვალე მანიაკს გიგავს, შექმნილს ხელოვანის ხელით.
7:3შენი ჭიპი მრგვალი თასია, ღვინისაგან მოუკლებელი; შენი მუცელი ხორბლის ხვავია, შროშანთაგან გრემოცული.
პარალელური ადგილები: ქებათა ქება 7:1
- ფსალმუნები 45:13მთელი დიდება მეფის ასულისა შიგნითაა; მოოქროვილია მისი სამოსი.
- კორინთელთა მიმართ ბ 6:18მე ვიქნები თქვენი მამა, ხოლო თქვენ იქნებით ჩემი ძენი და ასულნი“, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი.
- ეფესელთა მიმართ 4:15არამედ სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმხრივ ვიზრდებოდეთ მასში, ვინც არის თავი - ქრისტე,
- ეფესელთა მიმართ 4:16ვის მიერაც მთელი სხეული, ურთიერთმჭიდე სახსრებით მტკიცედ შეკრული, თითოეული ასოს ზომიერი ურთიერთშეწევნით იზრდება, რათა აღეშენოს სიყვარულში.
- დანიელი 2:32ამ კერპს თავი წმინდა ოქროსი ჰქონდა, მკერდი და ხელები - ვერცხლისა, მუცელი და ბარძაყები - სპილენძისა,
- ეფესელთა მიმართ 6:15ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად.
- გამოსვლა 35:35აუვსო გული სიბრძნით, რომ აკეთონ ხარატის მქსოველის ყოველგვარი საქმე, ქარგონ ლურჯ, ძოწეულ და ჭიაფერ ქსოვილზე და ბისონზე, აკეთონ მქსოველის, ყოველგვარი ხელოვანის საქმე.
- გამოსვლა 28:15გააწყვე განკითხვის სამკერდული, ოსტატურად ნახელავი, ისევე როგორც ეფოდია გაწყობილი. ოქროსაგან, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და დაგრეხილი სელისაგან გააწყვე.
განაგრძე კითხვა: ქებათა ქება 7
სრულად წაიკითხე: ქებათა ქება 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში